ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, დიეგო მარადონა
Aa
Aa

„მიეცით დიეგოს 10-ნომრიანი მაისური“ - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე

იტალიელმა ჟურნალისტმა პეპე იანიჩელი Optimagazine-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს. მისი აზრით, ხვიჩას მინიმუმ ერთ შეხვედრაში მაინც 10-ნომრიანი მაისურით თამაშის უფლება უნდა მისცენ. იანიჩელმა ეს აზრი „ნაპოლი“ - „ატალანტას“ მატჩის შემდეგ დააფიქსირა, როცა ხვიჩამ ფანტასტიკური გოლი გაიტანა.

„კვარას გმირობები განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს. შესანიშნავი იქნება, თუ კვარაცხელიას მინიმუმ ერთ შეხვედრაში 10-ნომრიანი მაისურით ვათამაშებთ, ეს ნომერი დიეგოსადმი პატივისცემის ნიშნად ხმარებიდან ამოღებულია. მიეცით მას 10-ნომრიანი მაისური, იმსახურებს.

დიდი მიღწევის აღსანიშნავად გამონაკლისის დაშვება შეიძლება. ამ ფაქტით დიეგოც ბედნიერი იქნებოდა. უდიდესი, თუმცა დამსახურებული პატივისცემა კვარას ფეხბურთის მარადიულ ოლიმპოზე აიყვანს. ოცნება, რომელიც შესაძლოა ახდეს“.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 21 მატჩში 11 გოლი შეაგდო. ბომბარდირთა დავაში მე-5 ადგილზეა. მას ოსიმენი (19), ლაუტარო მარტინესი (14), ადემოლა ლუკმენი (14) და მბალა ნზოლა (14) უსწრებენ. სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით ხვიჩა კვარაცხელიამ 28 მატჩში 13 გოლი შეაგდო და 13 საგოლე პასი შეასრულა.

სერია ა-ში 26 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 68 ქულით პირველ ადგილზეა და მილანის „ინტერს“ 18 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფეხბურთის პოეზია დაბრუნდა, ნეაპოლში ცხოვრობს“ - ხვიჩას სუპერგოლის შეფასებები
„ფეხბურთის პოეზია დაბრუნდა, ნეაპოლში ცხოვრობს“ - ხვიჩას სუპერგოლის შეფასებები