გიორგი მოისწრაფიშვილი, ანრი მექვაბიშვილი
Aa
Aa

კიდევ ორი ქართველი სერია ა-ში? - სასუოლო დინამოს ფეხბურთელებით ინტერესდება

Sassuolonews-ის ინფორმაციით, „სასუოლოს“ რადარზე თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელები, გიორგი მოისწრაფიშვილი და ანრი მექვაბიშვილი არიან. შესაძლოა, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ სერია ა-ს კლუბი მაქსიმე ლოპესმა და დავიდე ფრატეზიმ დატოვონ. ახალ პროექტში „სასუოლოს“ ხელმძღვანელები ქართველ ფეხბურთელებს მოიაზრებენ.

21 წლის საყრდენს, ანრი მექვაბიშვილს ეროვნულ ნაკრებში რეგულარულად იწვევენ. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით ეროვნულ გუნდში 7 მატჩი ჩაატარა. მას „დინამოსთან“ კონტრაქტი 2024 წლის 31 დეკემბრამდე აკავშირებს.

21 წლის გიორგი მოისწრაფიშვილი, რომელიც შემტევი სტილის ნახევარმცველია, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. 2022 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონში 30 მატჩში 7 გოლი შეაგდო (2 პენალტით) და 8 საგოლე პასი შეასრულა. საგოლე პასების რაოდენებოთ მხოლოდ ჯეფინიოს ჩამორჩა (13 საგოლე პასი). მექვაბიშვილის მსგავსად გიორგი მოისწრაფიშვილს „დინამოსთან“ კონტრაქტი 2024 წლის 31 დეკემბრამდე აკავშირებს.

ფოტო: NAKREBI.GE

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსტატური შესრულება - ვაჩიბერაძის შესანიშნავი გოლი უკრაინაში
ოსტატური შესრულება - ვაჩიბერაძის შესანიშნავი გოლი უკრაინაში