დვალიშვილი: როცა ალჯო წონას შეიცვლის, საჩემპიონო ბრძოლას მოვითხოვ
მერაბ დვალიშვილს პიოტრ იანის დამარცხების შემდეგ, საჩემპიონო ბრძოლის შესახებ ჰკითხეს - დაუპირისპირდებოდა, თუ არა ის ალჯამეინ სტრელინგს, რომელიც მისი მეგობარია. მერაბმა ამჯერადაც უპასუხა, რომ არა.
მერაბი საჩემპიონო ბრძოლის მოთხოვნას მას შემდეგ აპირებს, როცა ალჯო წონას შეიცვლის და მის დივიზიონს დატოვებს.
„ყველაზე რთული რაუნდები, რაც კი ოდესმე მქონდა, იყო ალჯამეინ სტერლინგთან, ჩემპიონთან, ნამდვილ ჩემპიონთან.
სხვებთან? მოდით ბიჭებო. ჩემი სტილი სხვებისგან განსხვავდება. ვისაც ჩემთან ბრძოლა უნდა - წავიდეთ! წავიდეთ!
ალჯო მეუბნება, რომ ტიტულისთვის ბრძოლა მოვითხოვო. ის ჩემი ძმაა, ის არის ნამდვილი ჩემპიონი, მხოლოდ მე და მან ვიცით ვინ არის ნამდვილი ჩემპიონი.
როცა წონას მოიმატებს, მზად ვიქნები საჩემპიონო ქამრისთვის ვიბრძოლო. რა თქმა უნდა, მინდა ჩემპიონი გავხდე! ყველაფერი კიდევ ერთხელ დავამტკიცე! ისევ! და მე მშიერი ვარ!"
- განაცხადა დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა დვალიშვილსა და სტერლინგს ბრძოლა არაერთხელ შესთავაზა, თუმცა მეგობრებს ეს არ სურთ და როგორც ჩანს, ალჯო წონას მალე შეიცვლის, რის შემდეგაც დვალიშვილი საჩემპიონო ქამარზე გაიწევს.