„ღმერთმა დალოცოს იგი" - დვალიშვილის ღირსეული ჟესტი იანის მიმართ
მერაბ დვალიშვილმა სპორტულ სამყაროს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ უძლიერეს სპორტსმენობასთან ერთად, მისაბაძი და სამაგალითო ადამიანიც არის.
იანი ბრძოლამდე მსგავს კომენტარებს აკეთებდა: „მეტოქეს ერთი სიტყვით დავახასიათებ, როგორც ინტრიგანი. მისი სახელის გაგონებაზე თავში პირველი ეს სიტყვა მომდის. მას ყველა კომპონენტში ვჯობივარ აუცილებლად დავამარცხებ..."
მერაბმა ბრძოლის შემდეგ, პიოტრ იანის მიმართ ღირსეული ჟესტი გამოხატა.
„ჩხუბის შემდეგ, მე ხელი დავუქნიე პიოტრს და ვუთხარი: „იქნებ ერთ დღეს დავმეგობრდეთ”. ღმერთმა დალოცოს იგი.
მე მასთან პირადული არაფერი მაქვს. იანი მეოჯახე ადამიანია, ამის გამო მას პატივს ვცემ, მისი ოჯახის ფოტოები ვნახე, მშვენიერი ოჯახი ჰყავს.
მაგრამ მან ამ ბრძოლიდან გაკვეთილი უნდა ისწავლოს, ის არ უნდა იყოს ამპარტავანი. მას ეგონა, რომ ნული ვიყავი და რა მოხდა შემდეგ?
ის პატივს არ სცემდა ჩვენს გუნდს, მაგრამ ჩვენ მას და მსოფლიოს ყველაფერი დავუმტკიცეთ. სტერლინგმა სცემა, მე ვცემე. ის მაინც კარგი მებრძოლია, მაგრამ ახლა იგი თავმდაბალი იქნება“,
- განაცხადა დვალიშვილმა.