ნაპოლი, ატალანტა, ხვიჩა კვარაცხელია, მარკო ვან ბასტენი
Aa
Aa

“იქ გოლის გატანა შეუძლებელი იყო“ - ვან ბასტენმა ხვიჩა შეაქო

სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლიმ“ „ატალანტას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. აღნიშნულ დაპირისპირებაში პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის გოლი მეტად ეფექტური გამოდგა.

მატჩის დასრულების შემდეგ, „ჯვაროსნების“ შემტევზე უამრავმა ადამიანმა ისაუბრა. გამონაკლისი არც ლეგენდარული მარკო ვან ბასტენი გამოდგა, რომელმაც „კვარა“ შეაქო.

რა თქვა ვან ბასტენმა?

„როცა ამ კადრს უყურებთ, ხედავთ, რომ ერთი ფეხბურთელი რვა ფეხბურთელის წინააღმდეგ იბრძვის. შემდეგ კი იაზრებ: „შეუძლებელია სიმართლე იყოს, აქ გოლის გატანა შეუძლებელია, მაგრამ კვარაცხელია იტანს.“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ქართველმა ვარსკვლავმა ყველა ტურნირზე ერთად „ნაპოლის“ მაისური 28-ჯერ მოირგო, 13 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

ხვიჩას ყველა მომენტი „ატალანტასთან“

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გასპერინი: “ხვიჩამ მატჩის მიმდინარეობა შეცვალა“
გასპერინი: “ხვიჩამ მატჩის მიმდინარეობა შეცვალა“