ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდას მე-7 მშრალი მატჩი - ვალენსიას უმნიშვნელოვანესი გამარჯვება

ლა ლიგის 25-ე ტურში „ვალენსიამ“ შინ „ოსასუნა“ 1:0 დაამარცხა. საფეხბურთო მატჩში ერთადერთი გოლი მატჩის 74-ე წუთზე ჯასტინ კლუივერტმა გაიტანა.

ამ გამარჯვებით რუბენ ბარახას გუნდმა გასავარდნ ზონას თავი დააღწია, 26 ქულით მე-16 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 1 ქულით უსწრებს.

„ღამურების“ სასტარტოში ქართველმა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში კარი მშრალად მე-7 შეხვედრაში შეინახა. ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 25-დან ხუთ მატჩში გოლი არ გაუშვა. ანალოგიური სტატისტიკა ლა ლიგის 3-დან 2 შეხვედრაში ჰქონდა. ასე რომ, საერთო ჯამში მის აქტივში 7 მშრალი მატჩია.

„ვალენსია“ 27-ე ტურში მადრიდის „ატლეტიკოს“ ესტუმრება. შეხვედრა 18 მარტს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები