გიორგი შერმადინი, ტენერიფე, ბადალონა
Aa
Aa

ორივე გუნდში საუკეთესო შედეგი ჰქონდა - შერმადინმა ბადალონასთან გაიბრწყინა

ესპანეთის ACB ლიგის მორიგ ტურში ლენოვო „ტენერიფემ“ „ბადალონას“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 85:68 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში კი ყველაზე დიდი წვლილი გიორგი შერმადინმა შეიტანა.

როგორც ყოველთვის, ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში მოგვევლინა. შერმადინმა პარკეტზე 24 წუთი და 17 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში მან 19 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა. ეს შედეგი კი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.

გიორგიმ შვიდი 2-ქულიანი ისროლა და აქედან ზუსტი 5 აღმოჩნდა. დანარჩენი 9 ქულა კი  საჯარიმო სროლით დააგროვა. შერმადინმა სამი პერსონალური ფოლი მიიღო. 7 მოხსნიდან 4 საკუთარ ფარზე განახორციელა, ხოლო 3 მეტოქის.

ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, ვიდორეტას გუნდს 30 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზე იმყოფება. „ტენერიფეზე“ წინ „ბასკონია“, „ბარსელონა“ და „რეალი“ არიან.

„ტენერიფე“ შემდეგ ტურში სტუმრად „ობრადოიროს“ დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 18 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.

მატჩის დაწყებამდე კი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. მოგეხსენებათ, გიორგი იანვრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, რაც ესპანური კალათბურთის ისტორიაში რეკორდია. აქამდე ეს მიღწევა ტანოკა ბირდის ეკუთვნოდა(10), ხოლო შერმადინი მეთერთმეტედ დასახელდა საუკეთესოდ. ვეტერან ქართველს ჯილდო თვით კარმელო კაბრერამ გადასცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ ვერ შეაჩერებ, მკვდარი ხარ“ - სპალეტიმ ხვიჩაზე ისაუბრა
„თუ ვერ შეაჩერებ, მკვდარი ხარ“ - სპალეტიმ ხვიჩაზე ისაუბრა