ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„თუ ვერ შეაჩერებ, მკვდარი ხარ“ - სპალეტიმ ხვიჩაზე ისაუბრა

სერია ა-ს 26-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ ბერგამოს „ატალანტას“ ფანტასტიკური გოლი გაუტანა. მე-60 წუთზე ოსიმენის პასის შემდეგ ქართველმა ვარსკვლავმა მეტოქის მცველები ცრუ მოძრაობებით მომენტიდან გამოთიშა და ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა. შეხვედრა „ნაპოლიმ“ 2:0 მოიგო, მეორე გოლი რაჰმანის ანგარიშზეა.

მატჩის შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩაზე ისაუბრა: „კვარაცხელია შეტევის დამასრულებელ ფაზაში ბრწყინვალეა, მაღალ ხარისხს აჩვენებს. თუ თამაშის ნებას აძლევ და ვერ შეაჩერებ, მკვდარი ხარ. ზოგჯერ არტყამს, ზოგჯერ გიახლოვდება, მაგრამ ჩვენ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთზე ვსაუბრობთ. სერია ა-ში მთელი სეზონის განმავლობაში ტოპ-დონეს აჩვენებს. მას ერთი-ერთზე თამაშის განსაკუთრებული თვისება აქვს.

ხვიჩა ყოველთვის ქმნის სახიფათო მომენტს, მარადონას დონის გოლი გაიტანა. მან ჩემგან საქებარი სიტყვები, კომპლიმენტები დაიმსახურა. მოკლე სივრცეში საოცრად მოქმედებს.

„ატალანტა“ კარგად გამოიყურებოდა, სირთულეები შეგვიქმნა. მნიშვნელოვანია, რომ „ლაციოსთან“ მარცხის შემდეგ გამარჯვება მოვიპოვეთ.

ჩემი აზრით კიმი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ცენტრალური მცველია.

გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ „ნაპოლის“ ისტორიაში შევიდეთ. გასულ სეზონში მესამე ადგილზე გავედით, რითიც უკმაყოფილონი ვიყავით. ამ სეზონში მიზანი ჩემპიონობაა“.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 21 მატჩში 11 გოლი შეაგდო. ბომბარდირთა დავაში მე-5 ადგილზეა. მას ოსიმენი (19), ლაუტარო მარტინესი (14), ადემოლა ლუკმენი (14) და მბალა ნზოლა (14) უსწრებენ. სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით ხვიჩა კვარაცხელიამ 28 მატჩში 13 გოლი შეაგდო და 13 საგოლე პასი შეასრულა.

სერია ა-ში 26 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 68 ქულით პირველ ადგილზეა და მილანის „ინტერს“ 18 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გასპერინი: “ხვიჩამ მატჩის მიმდინარეობა შეცვალა“
გასპერინი: “ხვიჩამ მატჩის მიმდინარეობა შეცვალა“