რეალი, ნაპოლი, ატალანტა, ხვიჩა კვარაცხელია, გუტი
Aa
Aa

“GOLAZO Kvara“ - გუტი ხვიჩას გოლს გამოეხმაურა

სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლიმ“ „ატალანტას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. აღნიშნულ დაპირისპირებაში პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის გოლი მეტად ეფექტური გამოდგა.

„ჯვაროსნების“ შემტევმა რამდენიმე ცრუ მოძრაობა გააკეთა და ბურთი კარისკენ ძლიერად გადაგზავნა. მეკარეს შანსი არ ჰქონდა.

საინტერესო ის გახლავთ, რომ ამ მატჩს გუტი უყურებდა. კვარაცხელიას გოლის შემდეგ კი მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა „ინსტაგრამ“ სთორიში ხვიჩას გოლი დადო და „გოლაზოო კვარა“ დააწერა.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის შემტევის საყვარელი ფეხბურთელი სწორედ გუტი გახლავთ. ეს ამბავი ესპანელამდე მივიდა, რის შემდეგაც მან ხვიჩას საკუთარი მაისური გაუგზავნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები