სიტიში 2028 წლამდე - ალვარესი არსად მიდის და კონტრაქტს ახანგრძლივებს
მას შემდეგ, რაც არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ხულიან ალვარესის მიმართ ინტერესი გაიზარდა. მეტიც, საფეხბურთო ექსპერტები მას „მანჩესტერ სიტიდან“ აბარგებას უწინასწარმეტყველებდნენ.
ამის მიზეზი კი იმაზე მცირე სათამაშო დროა, ვიდრე ახალგაზრდა თავდამსხმელს აქვს და იმსახურებს. მის ადგილს ძირითადად, რა თქმა უნდა, ერლინგ ჰოლანდი იკავებს.
დღეს, ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
ვიგებთ, რომ 23 წლის შემტევი „ქალაქელებთან“ კონტრაქტს 1 წლით გაახანგრძლივებს. რომანოს თქმით, ხულიანი „სიტის“ ახალ შეთავაზებას დათანხმდა და ყველაფერი ოფიციალურად სულ მალე დადასტურდება.
Understand Julián Álvarez will sign new deal with Manchester City next week. Julián has approved the final proposal from the club ???????????????? #MCFC
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) March 11, 2023
New deal will be valid until 2028, one more year — significant pay rise after his great impact with PL and World Cup win.
Here we go ????️ pic.twitter.com/SV3jnPP1h3
შეგახსენებთ, რომ ალვარესს მანჩესტერულ გიგანტთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და ხელშეკრულების განახლების შემდეგ ის ცისფერ ფორმას 2028 წლამდე მოირგებს. ამით არგენტინელმა თავდამსხმელმა ყველას დაანახა, რომ „სიტიში“ სურს დარჩენა და ახალ კლუბში გადასვლას არ განიხილავს.