კარიმ ბენზემა, დიდიე დეშამი
Aa
Aa

„რა თავხედობაა“ - ბენზემას პასუხი დეშამის განცხადებაზე

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ქარიმ ბენზემამ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და ნაკრებს გამოაკლდა. როგორც შემდეგში გაირკვა, „რეალის“ ფორვარდს სერიოზული არაფერი სჭირდა და მუნდიალზე გუნდის დახმარებას ჯგუფური ეტაპის შემდეგ შეძლებდა, თუმცა დეშამმა მას მიანიშნა, რომ მისთვის საჭირო აღარ იყო.

ფრანგული პრესა წერდა, რომ ბენზემას სამწვრთნელო შტაბთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. დღეს დიდიე დეშამმა ამ ინციდენტზე ისაუბრა.

„ქარიმი 14 ნოემბერს შემოგვიერთა. მას შემდეგ, რაც კლუბში ბევრი სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონია. ის ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, გუნდურ წვრთნებში მონაწილეობას ვერ იღებდა.

როდესაც კარიმი დაშავდა, ჩვენმა ექიმმა ის ასპეტარის კლინიკაში მიიყვანა MRI-ზე. ბენზემამ პასუხები რეალიდან ვიღაცას გადასცა, რომელმაც მასაც თავისი მოსაზრება გააცნო. სასტუმროში რომ დაბრუნდა, უკვე შუაღამე იყო. კარიმის ოთახში ექიმთან ერთად მივედი.

ის განაწყენდა, რადგან ეს მსოფლიო ჩემპიონატი მისთვის ბევრს ნიშნავდა. მან მითხრა: „მკვდარი ვარ“. ჩვენი ექიმის დიაგნოზი დაემთხვა იმ დიაგნოზს, რომელიც მას მადრიდში დაუსვეს. საუკეთესო შემთხვევაში ის ვარჯიშს 10 დეკემბრამდე ვერ შეძლებდა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მან გამოხატა იმედგაცრუება გუნდის დატოვების გამო, მაგრამ გადაწყვეტილება გუნდისადმი მზრუნველობის გამოჩენით გაამართლა. ერთად დაახლოებით ოცი წუთი დავრჩით. წასვლისას ვუთხარი: „ქარიმ, ეს არ არის სასწრაფო. შენს დაბრუნებაზე გუნდის მწვრთნელს დაელაპარაკე. როცა გავიღვიძე, გავიგე, რომ წასული იყო. ეს მისი გადაწყვეტილებაა, მე მესმის და პატივს ვცემ“,

- განაცხადა საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა Le Parisien-თან საუბრისას.

ბენზემა დეშამის ამ განცხადებას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში ირონიული პოსტი გამოაქვეყნა.

„რა თავხედობაა“. - წერს ბენზემა და თან პოსტს დეშამის ინტერვიუს ფოტოს ურთავს.

ასევე ქარიმმა ვიდეო გააზიარა, რომელშიც მამაკაცი სიტყვა „მატყუარას“ არაერთხელ იმეორებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტის კვარას პოსტზე ჰკითხეს - „ხვიჩა სწორად მოიქცა“
სპალეტის კვარას პოსტზე ჰკითხეს - „ხვიჩა სწორად მოიქცა“