სანდრო როსელი
Aa
Aa

ბარსელონას ოფიციალურად უჩივლეს - კლუბმა პასუხი მალევე გასცა

დღეს, პროკურატურამ „ბარსელონას“ ნეგრეირას საქმეზე ბრალი ოფიციალურად წაუყენა. თუ, კატალონიურ კლუბს ბრალი დაუმტკიცდება, მათ დაქვეითება ან ფულადი ჯარიმა ემუქრებათ.

საუბარია მსაჯების შესაძლო მოსყიდვაზე, რაშიც ბრალს კლუბის ყოფილ პრეზიდენტებს ხოსეპ მარია ბართომეუს, სანდრო როსელს, ყოფილ დირექტორს ოსკარ გრაუსა და ალბერტ სოლერს სდებენ.

იურიდიულ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ „ბარსელონას“ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ფულადი ჯარიმა დაეკისრება და უფრო სერიოზული შედეგები ნაკლებად სავარაუდოა.

„ბარსა“ დამნაშავედ მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ დადასტურდება, რომ ნეგრეირას ფულადი გზავნილები კლუბისთვის მსაჯობის უზრუნველყოფას განაპირობებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე დაიხურება.

ბართომეუსა და როსელს თავისუფლების აღკვეთა ექვსი თვიდან ოთხ წლამდე ემუქრებათ. ეს კორუფციისთვის და ექვსი თვიდან სამ წლამდე ცუდი ადმინისტრაციული მმართველობისთვის.

თუ, საქმე ცუდად წავიდა და „ბარსელონას“ ბრალი დაუმტკიცდა, შესაძლოა უეფამ ისინი ევროტურნირებიდან მოკვეთოს. უეფა ამას თავისი რეპუტაციის დასაცავად გააკეთებს.

უეფას წესდების მე-4 მუხლში ნათქვამია, რომ ტურნირების რეპუტაცია არ შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს.

ბარსელონამ ბრალდებას უპასუხა

„ბარსელონამ“ ოფიციალურად განაცხადა, რომ მათ არასოდეს უყიდიათ მსაჯები და არ ცდილობდნენ გავლენა მოეხდინათ მათ გადაწყვეტილებებზე.

„კლუბმა ეს სცენარი იწინასწარმეტყველა. პროკურატურის ვერსია სხვა არაფერია, თუ არა აბსოლუტურად წინასწარი საგამოძიებო ჰიპოთეზა.

სასამართლო გამოძიება ახლა დაიწყება. ეს არის ის, ვინც უნდა დაადასტუროს ან უარყოს რაიმე ჰიპოთეზა. კლუბი გამოძიებასთან ყველაფერში ითანამშრომლებს, რასაც საჭიროდ ჩათვლის.

ბარსელონა იმეორებს, რომ არასდროს უყიდია მსაჯები და არ უცდია მათ გადაწყვეტილებებზე ზემოქმედება",

- ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტის კვარას პოსტზე ჰკითხეს - „ხვიჩა სწორად მოიქცა“
სპალეტის კვარას პოსტზე ჰკითხეს - „ხვიჩა სწორად მოიქცა“