ხვიჩა კვარაცხელია, იური სიომინი, ფაბიო კაპელო
Aa
Aa

„განსხვავებას ქმნის“ - რას ამბობენ კაპელო და სიომინი ხვიჩაზე

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი მთავარი მწვრთნელი, იური სიომინი და ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი, ფაბიო კაპელო ქართველი ფეხბურთელის მორიგ აღიარებას გამოეხმაურნენ. „კვარა“ სერია A-ს თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა და რუსულ პრესაში ზემოთ ხსენებული თავკაცების კომენტარები გავრცელდა.

რა თქვა ფაბიო კაპელომ

„ხვიჩა თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა? კვარაცხელია ნაპოლიში განსხვავებას ქმნის“.

რა თქვამ იური სიომინმა

„რა თქმა უნდა, ხვიჩა ამ ჯილდოს იმსახურებდა. პირველ რიგში, გვაქვს კონკრეტული შედეგი - გატანილი გოლებისა და საგოლე გადაცემების სახით. და მეორეც, ნაპოლი სატურნირო ცხრილის ლიდერია. პარტენოპეის თითოეულ შეხვედრაში, ხვიჩას შედეგიან, ნიჭიერ და არაორდინალურ ქმედებებს ვხედავთ. ალბათ, ამიტომაც გამოარჩიეს. კვარაცხელია ყოველ მომდევნო მატჩს უფრო და უფრო კარგად ატარებს“.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელის ასპარეზობას ხვალ ვიხილავთ, როცა მისი გუნდი „ატალანტას“ დაუპირისპირდება. „პარტენოპეისა“ და „დეას“ შეხვედრა თბილისის დროით, 21:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩვენი მოლოდინები გაამართლა“ - კარლსრუეს თავკაცი ბუდუზე
„ჩვენი მოლოდინები გაამართლა“ - კარლსრუეს თავკაცი ბუდუზე