ილია თოფურია, ბრაიან ორტეგა
Aa
Aa

„სახეს დავუნგრევ და პირველ რაუნდში დავანოკაუტებ“ - თოფურია ორტეგას მიმართავს

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია The Wild Project-ის პოდკასტში იყო მიწვეული და ბრაიან ორტეგაზე ისაუბრა. ეს უკანასკნელი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის მე-3 ნომერია და „ელ მატადორმა“ მასთან ჩხუბის სურვილი რამდენჯერმე გამოთქვა, თუმცა, ახლახან ორტეგამ განაცხადა, რომ ილიაზე არაფერი იცის და არ იცნობს.

„ბრაინ ორტეგა ლაჩარია. ის ამბობს, რომ არ მიცნობს და იმ შემთხვევაში მეჩხუბება თუ რეიტინგში წინ წავიწევ და UFC-ი ამ ბრძოლის ჩანიშვნას გადაწყვეტს. ორტეგას ბოლო 4-დან სამი ბრძოლა წაგებული აქვს, მე კი ზედიზედ 5-ჯერ მოვიგე და არ უნდა მითხრა, რომ ჩემთან ჩხუბზე თანახმა მხოლოდ მას შემდეგ იქნები, რაც რეიტინგში წინ წავიწევ. თუ ჩემთან ბრძოლა არ გინდა, პირდაპირ თქვი. გამოდი და თქვი, რომ არ გინდა, რადგან სერიოზული რისკია. ეს მიზეზი უფრო მისაღები იქნება, ვიდრე ის, რომ არ იცი, ვინ ვარ.

როგორ შეიძლება, არ მიცნობდე? მთელმა მსოფლიომ იცის, რომ მიცნობ და თავი სულელად გამოგყავს. ან უარესი, თუ არ იცი, შენს წონით დივიზიონში ტოპ 10-ის წევრი ვინაა, ე.ი არაპროფესიონალი ხარ. ჩემთან შეხვედრის გეშინია და ეს პირდაპირ თქვი. თუ ასე არაა, დაამტკიცე და ვიჩხუბოთ. მე არანაირი პრობლემა არ მაქვს და ნებისმიერ კონტრაქტს მოვაწერ ხელს. ორტეგა უშანსოდაა. სახეს დავუნგრევ და პირველ რაუნდში დავანოკაუტებ. ადრეც ვთქვი და ვიმეორებ, რომ რაც უფრო მაღალი დონის მეტოქე მეყოლება, მით უფრო ძლიერი გამოვჩნდები. ტექნიკური მებრძოლების წინააღმდეგ ჩემთვის უფრო მარტივია, ვიდრე იმ ბიჭების პირისპირ, რომლებმაც თვითონაც არ იციან, საიდან უნდა შეგიტიონ”.

სხვათა შორის, რამდენიმე წუთის წინ, ილიამ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და ოქტაგონზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა - 8 ივლისი. ჯერჯერობით უცნობია, მისი მეტოქე ვინ იქნება და რამდენიმე ვარიანტი გაჟღერდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - ხვიჩა კვარაცხელია თვის საუკეთესო ფეხბურთელია
ოფიციალურად - ხვიჩა კვარაცხელია თვის საუკეთესო ფეხბურთელია