ბექა ვაჩიბერაძე
Aa
Aa

„უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა“ - ვაჩიბერაძე რუსულ კანონზე

უკრაინული „მეტალისტ 1925“-ის ქართველმა ფეხბურთელმა ბექა ვაჩიბერაძემ FanDay.Net-თან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ე.წ. „აგენტების კანონი“, რომელსაც რუსულ კანონსაც უწოდებენ, ევროპასთან დაახლოების კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

„საშინელებაა, რომ ამ კანონის წინააღმდეგ ადამიანებს აქციის გამართვა დასჭირდათ. დღეს წავიკითხე, რომ ამ კანონის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს. მოხარული ვარ. ეს კანონი პრო-რუსული ხასიათისაა.

საქართველოში ყველა ამ კანონის წინააღმდეგი იყო. ახლა ყველა ბედნიერია, რომ ეს კანონი არ მიიღეს. ამ კანონის გაუქმების შემდეგ სტაბილური ვითარებაა.

ცხადია, ჩემი ქვეყნისთვის უკეთესი ევროპასთან დაახლოება იქნება, ევროკავშირში შესვლისთვის მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს. ეს კანონი რომ გასულიყო, უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა“.

27 წლის ბექა ვაჩიბერაძეს უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, „შახტარის“ აღზრდილია და დიდ ტალანტად ითვლებოდა, თუმცა შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინა. მოგვიანებით, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ამჟამად საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის უფლება აქვს.

მიმდინარე სეზონის უკრაინის ჩემპიონატში ვაჩიბერაძემ 10 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 2 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისია კვარაცხელია დაიწყო“ - გუტიმ ხვიჩას თავისი მაისური გაუგზავნა
„მისია კვარაცხელია დაიწყო“ - გუტიმ ხვიჩას თავისი მაისური გაუგზავნა