ხვიჩა კვარაცხელია, ლიონელ მესი, კევინ დე ბრუინი, უსმან დემბელე, დუშან ტადიჩი
Aa
Aa

მსოფლიოს ტოპ მეპასეები - კვარაცხელია საუკეთესოთა შორისაა

CIES საფეხბურთო ობსერვატორიამ მსოფლიოს 100 საუკეთესო მეპასე დაასახელა. რეიტინგი ბოლო 365 დღის მონაცემებზე დაყრდნობითაა შედგენილი და მხოლოდ შიდა ჩემპიონატებში გაკეთებული საგოლე გადაცემებია დათვლილი. ასისტების რაოდენობის გარდა, CIES-მა მატჩების სპორტული კოეფიციენტიც გაითვალისწინა.

პირველ ადგილს „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი, კევინ დე ბრუინი იკავებს. ამ უკანასკნელმა 18 საგოლე გადაცემა შეასრულა და მისი ქულა 23.4 გახლავთ. მეორე პოზიციაზე უსმან დემბელეა. „ბარსელონას“ შემტევმა თანაგუნდელებს 14-ჯერ გაატანინა, მაგრამ ეს ისეთ შეხვედრებში მოახერხა, რომ მისმა საბოლოო ქულამ 17.5 შეადგინა.

ლიონელ მესის დემბელეზე 3-ით მეტი ასისტი აქვს, მაგრამ მატჩები, რომლებშიც საგოლე გადაცემები მიითვალა, შედარებით დაბალი კოეფიციენტის იყო, რის გამოც „ლა პულგა“ მესამე გახლავთ - 16.8. იგივე ეხება დუშან ტადიჩს. „აიაქსის“ ლიდერის აქტივში ყველაზე მეტი, 19 საგოლე გადაცემაა, მაგრამ ამსტერდამელთა მეტოქეების დაბალი დონიდან გამომდინარე, მისი მონაგარი 15.1 ქულა გახლავთ.

ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო ისაა, რომ მე-16 პოზიციაზე „ნაპოლის“ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას ვხედავთ. როგორც CIES-მა დაითვალა, „კვარას“ სერია A-ში 11 ასისტი აქვს და მისმა საბოლოო ქულამ 11.6 შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაგელსმანი: უპამეკანომ მბაპე გაანადგურა, მესის ზედმეტად სიღრმიდან თამაში უწევდა
ნაგელსმანი: უპამეკანომ მბაპე გაანადგურა, მესის ზედმეტად სიღრმიდან თამაში უწევდა