როთენი: მესი არ გვჭირდება, ის ჩვენი პრობლემაა, რთულ მატჩებში ორთქლდება
„მონაკოსა“ და პსჟ-ს ყოფილმა ნახევარმცველმა და ამჟამად საფეხბურთო მიმომხილველმა ჟერომ როთენმა „ბაიერნთან“ მარცხის შემდეგ, ლეო მესი გააკრიტიკა.
„ჩვენ მესი არ გვჭირდება. მას ამ კლუბში სრულად რეალიზება არ სურს. მე მისი ციტატა წავიკითხე, როცა თქვა, რომ გუნდში კარგად ადაპტირდა. მაგრამ რას შეეგუე ჩემო ძვირფასო? ეს იმიტომ, რომ წელს ანჟერსა და კლერმონს 18 გოლი გაუტანე და 16 საგოლე გადაცემა შეასრულე? მნიშვნელოვან მატჩებში ის უბრალოდ ორთქლდება!
ვნახე როგორ თამაშობდა მსოფლიო ჩემპიონატზე. როგორ იხარჯებოდა, როგორ მოძრაობდა. რა თქმა უნდა, ეროვნული ნაკრები განსხვავებულია, მაგრამ ჰეი, ცოტა პატივისცემა კლუბის მიმართაც უნდა გამოიჩინო, რომელიც ასეთ ხელფასს გიხდის. მისთვის ამის მიცემა მხოლოდ პსჟ-ს შეეძლო.
ცხადია პსჟ-მ ფსონი მასზე დადო და დარწმუნებული იყო, რომ მესი მათ გამარჯვებამდე მიიყვანდა. მაგრამ ის აქ საერთოდ ვერაფერს იგებს.
როგორ ფიქრობ, მესის ასეთი თამაში ნორმალურია? მე მას ვაბრალებ, მან ყველანაირი საბრძოლო ხელოვნება დაკარგა. მან მიიღო ბურთი და შეეძლო წინ გადაცემა გაეკეთებინა, მაგრამ მან მხოლოდ მბაპეს გადააწოდა. მომენტები საერთოდ არ შეუქმნია.
თუ ხვალ გავიგებ, რომ ის კლუბთან კონტრაქტს ახანგრძლივებს, მაშინ პარკ დე პრენსზე ჩემი ფეხი აღარ იქნება.
კლუბის რეალური პრობლემა ეს არის. ასეთი მოთამაშეების გამო კლუბი ახალ ფეხბურთელებს ვერ იმატებს, რადგან მისი ხელფასი დიდია“.
- განაცხადა როთენმა RMC Sport-თან საუბრისას.