კილიან მბაპე, იულიან ნაგელსმანი, დაიო უპამეკანო
Aa
Aa

ნაგელსმანი: უპამეკანომ მბაპე გაანადგურა, მესის ზედმეტად სიღრმიდან თამაში უწევდა

იულიან ნაგელსმანმა პსჟ-სთან გამარჯვების შემდეგ, პრესასთან მეტოქის ლიდერების განეიტრალებაზე ისაუბრა.

- პსჟ-სგან უფრო სახიფათო ქმედებებს ელოდით? კერძოდ, ლიონელ მესისა და კილიან მბაპესგან?

„დიახ, მაგრამ ჩვენი სათამაშო გეგმის წყალობით, ჩვენ პსჟ-ს კონტროლი შევძელით და შეტევების განვითარებაში ხელი შევუშალეთ. ის ფაქტი, რომ კილიან მბაპეს გაბრწყინების ამდენი შესაძლებლობა არ ჰქონია, ადასტურებს, რომ ბაიერნმა მისი განეიტრალება შეძლო.

ჩვენ ვნახეთ, როგორ უკან სიღრმეში ჩასვლა უწევდა მესის, რათა ბურთი მიეღო. ის ძალიან დაბლა იწევდა. აქედან გამომდინარე ჩვენ მბაპეს იზოლირება მოვახერხეთ“.

- როგორ აფასებთ უპამეკანოს თამაშს?

„კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, თუმცა დიდი ხანია ეს არ მიკვირს. დაიომ მუნდიალზე შესანიშნავად ითამაშა, პსჟ-სთან მატჩში კი მბაპე გაანადგურა. უპამეკანომ ბოლო თვეებში წარმოუდგენელი პროგრესი განიცადა. დაახლოებით ორი წლის წინ ის ძალიან ხშირად მოუთმენლობას იჩენდა. ახლა მან მაქსიმუმს მიაღწია“,

- განაცხადა ნაგელსმანმა.

შეგახსენებთ, რომ ორი მატჩის ჯამში „ბაიერნმა“ პსჟ-ს 3:0 მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
okdiario: „ჩავიმ კვარაცხელიას ტრანსფერი მოითხოვა“
okdiario: „ჩავიმ კვარაცხელიას ტრანსფერი მოითხოვა“