შოთა არველაძე, ჯენარო გატუზო
Aa
Aa

შესაძლოა ტრაბზონსპორი ჩაიბაროს - შოთა არველაძე 5 კანდიდატს შორისაა

თურქეთის მოქმედი ჩემპიონი, „ტრაბზონსპორი“ ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს. „შავი ზღვის შტორმს“ ბოლოს აბდულა ავჯი წვრთნიდა, მაგრამ წარუმატებელი ასპარეზობის გამო, პოსტის დატოვება გადაწყვიტა და კლუბი მისი შემცვლელის პოვნის პროცესშია.

თურქული გამოცემის, 61 Saat-ის ინფორმაციით, „ტრაბზონსპორს“ 5 კანდიდატი ჰყავს შერჩეული და ერთ-ერთი შოთა არველაძე გახლავთ. ქართველი სპეციალისტის გარდა, კლუბი შერგენ იალჩინის, ჩაგდაშ ატანის, ჯენარო გატუზოსა და ფატიჰ ტეკეს ვარიანტებს განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ შოთის თურქეთში თამაშისა და მწვრთნელობის დიდი გამოცდილება აქვს. იგი „ტრაბზონსპორში“ ფეხბურთელის რანგში ასპარეზობდა და ცოტა ხნით მთავარი მწვრთნელის პოსტსაც იკავებდა. „შავი ზღვის შტორმის“ გარდა, არველაძე „კაისერისპორისა“ და „ქასიმფაშას“ თავკაცი გახლდათ.

ქართველი სპეციალისტი ბოლოს ჩემპიონშიპში, „ჰალ სიტიში“ მუშაობდა და ცუდი შედეგების გამო, „ვეფხვებს" მისი გაშვება მოუწიათ. „ტრაბზონსპორს“ რაც შეეხება, თურქეთის მოქმედი ჩემპიონი 23 ტურის შემდეგ, მე-6 ადგილს იკავებს და ლიდერ „გალათასარაის“ 19 ქულით ჩამორჩება. „ტრაბზონსპორი“ ევროტურნირების საგზურისთვის იბრძვის და მესამეადგილოსან „ბეშიქთაშამდე“ 5 ქულა აშორებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გავარკვიოთ, ვინ არის ნამდვილი კაცი!“ - დვალიშვილის ბოლო პრესკონფერენცია იანამდე
„გავარკვიოთ, ვინ არის ნამდვილი კაცი!“ - დვალიშვილის ბოლო პრესკონფერენცია იანამდე