მათე სანიკიძე
Aa
Aa

მათე სანიკიძეს სოლიდარობას მისი მომავალი მეტოქე უცხადებს

თბილისში, აქციაზე დაკავებულ მათე სანიკიძეს სოლიდარობას მისი მომავალი მეტოქე უცხადებს.

25 წლის გვინეელმა მებრძოლმა ლოსენ კეიტან სოციალურ ქსელში მათე სანიკიძის ფოტო გააზიარა, წარწერით - Free Sanikidze!

ორივე მებრძოლი Octagon MMA-ს წევრია. მათე სანიკიძემ და ლოსენ კეიტამ 29 აპრილს, სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში დაგეგმილ ღონისძიებაზე უნდა იჩხუბონ, მათი ორთაბრძოლა კი ივენთის მთავარი ქარდი იქნება.

ცნობისთვის, 25 წლის კეტიას MMA-ს ეგიდით 10 ბრძოლა აქვს გამართული და ათივე შემთხვევაში გამარჯვება მოიპოვა, მათე სანიკიძის ანგარიშზე კი 9 მოგება და 2 მარცხია.

აქვე გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ მათე სანიკიძეს სოლიდარობა UFC-ის მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმაც გამოუცხადა, რომელიც 12 მარტს, რუს პიოტრ იანს ეჩხუბება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გავარკვიოთ, ვინ არის ნამდვილი კაცი!“ - დვალიშვილის ბოლო პრესკონფერენცია იანამდე
„გავარკვიოთ, ვინ არის ნამდვილი კაცი!“ - დვალიშვილის ბოლო პრესკონფერენცია იანამდე