პირველივე წრეში - ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსზე დამარცხდა
საჩოგბურთო სამყაროში ინდიან უელსის მასტერსი დაიწყო და მონაწილეობას ნიკოლოზ ბასილაშვილი იღებდა. სამწუხაროდ, ქართველი ჩოგბურთელი ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა.
ნიკოლოზის მეტოქე პედრო კაჩინი იყო, რომელიც ATP რეიტინგში 66-ე ადგილს იკავებს. მატჩი კი არგენტინელის გამარჯვებით 2 სეტში 7:5 6:3 დასრულდა.
პირველ სეტის მესამე გეიმში ბასილაშვილი ბრეიკი შეასრულა და იგებდა, თუმცა მერვე გეიმში კაჩინმა „ჩვენებურის“ ჩაწოდება მოიგერია და მატჩში დაბრუნდა. იმ დროს, როდესაც ანგარიში არგენტინელის სასარგებლოდ 6:5 იყო, ბასილაშვილი შეხვედრის ტაი-ბრეიკში გადაყვანას ცდილობდა რა დროსაც დაბრეიკდა და სეტი დათმო.
მეორე სეტში ნიკოლოზი თავის ჩაწოდებაზე შედარებით უკეთ გამოიყურებოდა, თუმცა მეტოქის ჩაწოდებას ვერაფერს უხერხებდა. საბოლოოდ კაჩინმა მერვე გეიმში ბრეიკი შეასრულა, მატჩზე ჩააწოდა და მოიგო.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგბურთელი ამჟამად ATP რეიტინგში 131-ე პოზიციას იკავებს.