მანჩესტერ იუნაიტედი, ბეტისი, ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

“ჩვენ საკმაოდ კარგები ვართ“ - ტენ ჰაგი ბეტისთან მატჩის წინ

ევროპის ლიგის მერვედფინალში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ბეტისს“ უპირისპირდება. მატჩის წინ, „წითელი ეშმაკების“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ტენ ჰაგი:

„დიდი წნეხის ქვეშ ვართ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ საკმაოდ კარგები ვართ. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ „ბეტისთან“ ზაბიცერი და მარსიალი ვერ ითამაშებენ. სხვა ყველა ფეხბურთელი ხელმისაწვდომია. ძირითად შემადგენლობაზე ჯერ არ ჩამოვყალიბებულვარ. ყველაფრისთვის მზად ვართ.

მიუხედავად კრიტიკისა, ბრუნო ფერნანდეში მაინც ჩვენი კაპიტანი იქნება. „ლივერპულთან“ წაგება დავივიწყეთ და ახლა ახალი მოტივაციით ვართ სავსე. კარგი გაკვეთილი მივიღეთ, რომელიც მომავალში აუცილებლად დაგვეხმარება. უნდა გავიზარდოთ, უნდა განვვითარდეთ და შემდეგ მატჩზე მაქსიმალური კონცენტრაცია მოვახდინოთ. ერთი წაგება მთელ სისტემას ვერ დაშლის.“

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის გასულ ტურში „იუნაიტედი“ სტუმრად „ლივერპულთან“ 0:7 განადგურდა. „მანჩესტერისა“ და „ბეტისის“ დაპირისპირება 9 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

"ლივერპული" - "მანჩესტერი" 7:0

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
“მაფია“ - ბილბაოს ქომაგების საპროტესტო გეგმა ბარსასთან მატჩში
“მაფია“ - ბილბაოს ქომაგების საპროტესტო გეგმა ბარსასთან მატჩში