ტომას მიულერი
Aa
Aa

მიულერი 2024 წელს კარიერის დასრულებას გეგმავს

მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევი ტომას მიულერი კარიერის დასრულებას 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გეგმავს.

Bild-ის ცნობით, კლუბში ამის შესახებ იციან და ლეგენდის წასასვლელად უკვე ემზადებიან.

მიულერს „ბაიერნთან“ არსებული ხელშეკრულება ზუსტად 2024 წელს უსრულდება და როგორც ჩანს, 33 წლის ფეხბურთელი მის გაგრძელებას არ გეგმავს.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიულერის კარიერის ბოლო მომენტების გადასაღებად რამდენიმე სტრიმინგის კომპანია უკვე ემზადება.

შეგახსენებთ, რომ ტომას მიულერი „ბაიერნის“ პირველ გუნდში 2009 წლიდან თამაშობს. მან 650 მატჩზე მეტი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. საგოლე გადაცემების მხრივ კლუბში ყველა დროის რეკორდსმენია. მიულერმა „ბაიერნთან“ ერთად ყველაფრის მოგება შეძლო რისი მოგებაც შეიძლებოდა. ის ასევე ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონიც გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენი პსჟ-ში? - მისი აგენტი პსჟ-ს სპორტულ დირექტორს შეხვდა
ოსიმენი პსჟ-ში? - მისი აგენტი პსჟ-ს სპორტულ დირექტორს შეხვდა