კაილ უოკერი
Aa
Aa

შარვალი ჩაიხადა, მკერდზე შეეხო | უოკერი სერიოზულ სკანდალში გაეხვია

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი, კაილ უოკერი სერიოზულ სკანდალში გაეხვია. ბრიტანული The Sun-ის ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ინგლისელმა ბარში ყოფნისას შარვალი ჩაიხადა და ერთ-ერთ გოგონას მკერდზე შეეხო.

უოკერი ბარში ადგილობრივი დროით, 6-ის 20 წუთზე მივიდა და იქ 7 საათამდე დარჩა. The Sun-ის ცნობით, ის ადამიანები, რომლებიც მომხდარს შეესწრნენ, მისი ამაზრზენი ქმედებებით შოკირებული დარჩნენ.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო და შესაძლოა, უოკერს გისოსებს მიღმა დროის გატარებაც მოუწიოს. Daily Mail-ის ცნობით, თუ უოკერს დანაშაული დაუმტკიცდა, არის შანსი, 2-წლიანი პატიმრობა შეეფარდოს.

შეგახსენებთ, რომ უოკერი დაქორწინებულია და გოგონა, რომელსაც მკერდზე შეეხო, მისი მეუღლე არაა, რამაც ინგლისელს ოჯახური პრობლემებიც შეუქმნა. „სიტის“ ფეხბურთელის საზარელი ქმედებების ამსახველი ვიდეო დღეს, ქალთა საერთაშორისო დღეს გავრცელდა და ქალთა უფლებების დამცველმა რამდენიმე ორგანიზაციამ ბრიტანელ სამართალდამცველებს მისი სათანადოდ დასჯისკენ მოუწოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემპიონია, რომელიც დონადონის მაგონებს“ - დი ნატალემ კვარაზე ისაუბრა
„ჩემპიონია, რომელიც დონადონის მაგონებს“ - დი ნატალემ კვარაზე ისაუბრა