მათე სანიკიძე
Aa
Aa

გუშინდელ აქციაზე პოლიციამ MMA-ის მებრძოლი, მათე სანიკიძე დააკავა

პოლიციამ რუსთაველის გამზირზე, ე.წ „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე, MMA-ის ქართველი მებრძოლი და OKTAGON MMA-ის ჩემპიონი მათე სანიკიძე დააკავა. ეს ინფორმაცია მისმა მეუღლემ გაავრცელა და განაცხადა, რომ მათე ბაკურიანშია გადაყვანილი.

„მეგობრებო, მათე აქციაზე დააკავეს. გადაყვანილია ბაკურიანში ,ჩანიშნულია პროცესი დღეს ან ხვალ. ვიმედოვნებთ, ყველაფერი იქნება კარგად და თავისუფლებისთვის მებრძოლ ჩემპიონსა და ქმარს მალე დავიბრუნებ(თ)“, - განაცხადა მარიამ კბილაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

შეგახსენებთ, რომ მათე ერთ-ერთი პირველი სპორტსმენი იყო, ვინც რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. „მირჩევნია ევროპაში ვიბრძოლო უფასოდ, ვიდრე რუსეთში მილიარდის სანაცვლოდ! საქართველოს მომავალი ევროპაშია!“, - დაწერა სანიკიძემ.

გუშინ, პარლამენტში ე.წ „რუსული კანონი“ პირველი მოსმენით მიიღეს, რის შემდეგაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია დაიწყო. მომიტინგეები პარლამენტის წინ იყვნენ შეკრებილი და მათსა და სამართალდამცველებს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. ადგილზე გამოიყენეს წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. დაახლოებით 01:30 საათზე სპეცრაზმმა პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები წყლის ჭავლისა და გაზის გამოყენებით დაშალა, შემდეგ კი ტერიტორია თავად დაიკავა. შსს-მ აქციაზე 66 მოქალაქე დააკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სახიფათო მებრძოლია, მინდა დავაფინიშო“ - ვეტორი რომანთან ჩხუბზე
„სახიფათო მებრძოლია, მინდა დავაფინიშო“ - ვეტორი რომანთან ჩხუბზე