ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო დი ნატალე
Aa
Aa

„ჩემპიონია, რომელიც დონადონის მაგონებს“ - დი ნატალემ კვარაზე ისაუბრა

„უდინეზეს“ ლეგენდამ, ანტონიო დი ნატალემ ხვიჩა კვარაცხელიაზე და მის „ნაპოლიზე“ ისაუბრა. დი ნატალემ განაცხადა, რომ ლუჩანო სპალეტისთან ერთად, „პარტენოპეიმ“ დიდ პროგრესს მიაღწია და „სკუდეტოს“ დასაკუთრებას იმსახურებს.

„სპალეტი დიდი ხანია, სკუდეტოს მოგებას იმსახურებს, რადგან მისი რომაც სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა. ჩემს კარიერაში მხოლოდ რამდენიმე მწვრთნელს შევხვედრილვარ, რომელსაც ფეხბურთი მისნაირად უყვარს და მისნაირად კომპეტენტურია. მახსოვს, სპალეტი მოედანზე დღეში 12-13 საათს ატარებდა, რათა ყველა დეტალი შეესწავლა.

ლუჩანომ ნაპოლის პროგრესს მიაღწევინა. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ახლა მის განკარგულებაში ბევრად ძლიერი ფეხბურთელები არიან. მერეტით დაწყებული, ლობოტკათი და პოლიტანოთ დამთავრებული. მან ყველას მოამატებინა. კვარაცხელიას რაც შეეხება, ხვიჩა ჩემპიონია და სირბილის მანერითა და შეხებით დონადონის მაგონებს“.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას „ნაპოლის“ 65 ქულა აქვს და სერია A-ს სატურნირო ცხრილის ლიდერია. „პარტენოპეი“ მეორეადგილოსან „ინტერს“ 15 ქულით უსწრებს და ნეაპოლელთა მომდევნო გაჩერება „ატალანტაა“, რომელსაც 11 მარტს, საშინაო კედლებში შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოგას საუკეთესო მატჩი ორლანდოში | ჩატენვები და 5 მოხსნა მეტოქის ფარზე
გოგას საუკეთესო მატჩი ორლანდოში | ჩატენვები და 5 მოხსნა მეტოქის ფარზე