ხვიჩა კვარაცხელია, რობერტო მანჩინი
Aa
Aa

„კვარაცხელიას უკვე მთელი ევროპა აფასებს“ - მანჩინი ნაპოლიზე საუბრობს

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ Il Mattino-სთან „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა და ლუჩანო სპალეტის მიერ შესრულებული სამუშაო შეაქო.

„სკუადრა აძურას“ დამრიგებელმა გუნდს ხვიჩა კვარაცხელიას და კიმ მინ ჯაეს ტრანსფერიც მოუწონა.

რას ამბობს მანჩინი:

„ნაპოლი“ ძალიან კარგად თამაშობს და სატურნირო ცხრილის სათავეში დამსახურებულად იმყოფება. სპალეტის გუნდის ტრიუმფი ჯერ კიდევ ზაფხულში ვიწინასწარმეტყველე. არ მგონია, რომ არსებობდეს რომელიმე გუნდი, რომელიც მათ ამ უპირატესობას დააკარგვინებს. ეს ძალიან დამამშვიდებლად მიმაჩნია, მაგრამ ამავდროულად მესმის სპალეტისიც, რომელიც ფეხბურთელებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მის ადგილზე მეც ასე მოვიქცეოდი. უნდა აღინიშნოს, რომ ზაფხულში მათ სწორი ტრანსფერები გააკეთეს კიმის და კვარაცხელიას სახით. ამ ფეხბურთელებს უკვე მთელ ევროპაში აფასებენ.

მოიგებენ თუ არა ჩემპიონთა ლიგას? რატომაც არა?! რა თქმა უნდა, დამღლელია, როდესაც ორ ფრონტზე იბრძვი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ როგორც ფეხბურთსაც აჩვენებენ, ვფიქრობ, რომ საზღვრების დაწესება არ შეუძლიათ. ბუნებრივია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუნდაც ჩემპიონთა ლიგაზე. ერთი სიტყვით, „ნაპოლი“ მართლაც ძლიერი გუნდია და მათი თამაშის ყურება დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში „აინტრახტთან“ საპასუხო მატჩს 15 მარტს, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე გამართავს. სპალეტის გუნდმა პირველი შეხვედრა 0:2 მოიგო და მომდევნო ეტაპზე გასვლის ბრწყინვალე შანსი აქვს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ 23 მარტს, რობერტო მანჩინის იტალიის ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევ მატჩს ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ სწორედ ნეაპოლში გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მბაპეს გზა არ გაუვლია, თუმცა ნათელი მომავალი აქვს“ - მილანეზე ხვიჩაზე
„მბაპეს გზა არ გაუვლია, თუმცა ნათელი მომავალი აქვს“ - მილანეზე ხვიჩაზე