რომან დოლიძე, მარვინ ვეტორი
Aa
Aa

„სახიფათო მებრძოლია, მინდა დავაფინიშო“ - ვეტორი რომანთან ჩხუბზე

რომან დოლიძის მომდევნო მეტოქემ, მარვინ ვეტორიმ „კავკასიელთან“ ჩანიშნულ ჩხუბზე ისაუბრა, რომელიც თბილისის დროით, 19 მარტს გაიმართება. ვეტორი გამარჯვებაში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ რომანს მისთვის წინააღმდეგობის გაწევა გაუჭირდება.

„ზოგიერთ პოზიციაში ძალიან სახიფათო მებრძოლია, თუმცა ის მიიღო, რასთან გამკლავებაც მის შესაძლებლობებს აღემატება და ზედმეტად დიდი ნაბიჯის გადადგმას ცდილობს. რომანმა შანსის გამოყენება გადაწყვიტა და ოქტაგონზე დავუმტკიცებ, რომ არასწორი არჩევანი გააკეთა.

დოლიძესთან ბრძოლის შემდეგ, ტიტულის მოგების ერთ-ერთი კანდიდატი ვიქნები. ტოპ 5-ში ვიმყოფები, ახალგაზრდა ვარ და ჩემი მიზანი საჩემპიონო ქამარია. ამ დივიზიონის საუკეთესო მებრძოლების წინააღმდეგ მიჩხუბია და მორიგ ბრძოლას მოუთმენლად ველი. მინდა, დოლიძე დავაფინიშო და ჩემი მიზანია, მსოფლიოს ვაჩვენო, რომ ტიტულის მოსაგებად მზად ვარ. მოუთმენლად ველი, ლონდონში იტალიურ დროშებს როდის ვიხილავ. ბრძოლას რაც შეეხება, მის იარაღებს გავანეიტრალებ, ნაწილებად დავშლი, რაუნდებში უპირატესობა მექნება და იმედია, დავაფინიშებ. სერიოზულად ვფიქრობ, რომ მისთვის ძალიან ძლიერი ვარ“.

შეგახსენებთ, რომ ვეტორის კარიერაში 25 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 18 გამარჯვებაა. იტალიელს ისეთ მებრძოლებთან ჩხუბის გამოცდილება აქვს, როგორიც რობერტ უიტეკერი, პაულო კოსტა, ისრაელ ადესანია, კევინ ჰოლანდი და ჯეკ ჰერმანსონი არიან.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მერაბი: „იანის დამარცხება ჩემთვის ტიტულის მოგებაზე მნიშვნელოვანია“
მერაბი: „იანის დამარცხება ჩემთვის ტიტულის მოგებაზე მნიშვნელოვანია“