ლონდონის ჩელსი, გრემ პოტერი
Aa
Aa

„ბიჭებმა ფანტასტიკურად ითამაშეს“ - პოტერი გამარჯვებით ბედნიერია

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ლონდონის „ჩელსიმ“ „სტემფორდ ბრიჯზე“ „დორტმუნდი“ 2:0 დაამარცხა. ორი მატჩის ჯამში გრემ პოტერის გუნდმა 2:1 მოიგო და 1/4-ფინალში გავიდა.

გრემ პოტერი: „ბიჭებმა ფანტასტიკურად ითამაშეს. მოხარული ვარ, რომ შეხვედრა მოვიგეთ, რაც თითოეული ფეხბურთელისთვის ბრწყინვალე შედეგია. მნიშვნელოვანი იყო, რომ მეტოქე წნეხში მოგვექცია, რაშიც ქომაგთა მხარდაჭერაც დაგვეხმარა. ჩემმა გუნდმა თავდაჯერებით ითამაშა.

გასახდელში ფანტასტიკური ემოცია, შესანიშნავი გარემო იყო. ჩვენ რთული პერიოდი დავძლიეთ, ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს, ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას ვაგრძელებთ. გვსურდა პროგრესი გვეჩვენებინა და წარუმატებელი პერიოდი წარსულში დაგვეტოვებინა.

ახლა ენერგია უნდა აღვიდგინოთ და „ლესტერთან“ შეხვედრისთვის მოვემზადოთ“.

გრემ პოტერი მეორე ინგლისელი მწვრთნელია, რომლის გაწვრთნილმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში 5 მატჩი მოიგო. ანალოგიური შედეგი ბობი რობსონის „ნიუკასლმა“ 2002-03 წლების სეზონში აჩვენა. შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში „ჩელსიმ“ „მილანს“ ორივე თამაში მოუგო (3:0, 2:0). ასევე, „ზალცბურგს“ (2:1), ზაგრების „დინამოსა“ (2:1) და „დორტმუნდს“ (2:0) სძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტერზიჩი: “შემდეგ ეტაპზე გასვლას ორივე გუნდი იმსახურებდა“
ტერზიჩი: “შემდეგ ეტაპზე გასვლას ორივე გუნდი იმსახურებდა“