„ჩვენი გზა ევროპაშია“ - ქართველი სპორტსმენები რუსული კანონის წინააღმდეგ
საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებულ ე.წ. რუსულ კანონს თბილისში საპროტესტო აქცია მოჰყვა. პროტესტის მონაწილეებს მხარდაჭერა ქართველმა სპორტსმენებმა გამოუცხადეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტმა ზურაბ ხიზანიშვილმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოაქვეყნა ნიშნად იმისა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია. ანალოგიურად „სთორი“ გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი მამარდაშვილმა, ჯაბა კანკავამ და ჯანო ანანიძემ გამოაქვეყნეს.
მერაბ შარიქაძე: „ევროპა ერთადერთი გამოსავალია!“
გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სპეცრაზმელი მიზანიმართულად მშვიდობიან მოქალაქეს წიწაკის სპრესის სახეში ასხამს. ამ ვიდეოს გოგა ბითაძე ასე გამოეხმაურა: „როგორც ადამიანები, უკეთესები უნდა ვიყოთ“.
გიორგი წიტაიშვილი: „არა რუსულ კანონს“.
ხვიჩა კვარაცხელია: „საქართველოს მომავალი ევროპაშია“
გიორგი მამარდაშვილი: „არსებობს ერთადერთი გზა - ევროპა“
ლევან საგინაშვილი: „საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპაშია“.
ზურაბ დათუნაშვილი: „საქართველოს მომავალი ევროპაა“.
ზურაბ ხიზანიშვილი: „ჩვენ ვირჩევთ ევროპას“.
ლევან მჭედლიძე: „ჩვენი გზა ევროპაშია, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“.
ლევან კუტალია: „ისევ როგორც ქართველი ერის, ჩემი, ჩემი ოჯახისა და შვილების არჩევანი ევროპაა. მე როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე ჩემი სამშობლოს გაერთიანებას მხოლოდ ევროპის დიდ ოჯახში ვხედავ. არ მინდა და ვერ ვხედავ ჩემი შვილებისა და ქართველი ერის მომავალს რუსეთში. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ხელისუფლებაში, მთავარია ერთ რამ, საქართველო ევროპაა, აფხაზეთი და სამაჩაბლო კი საქართველოა. არა რუსულ კანონს.. ჩემი ხმა დემოკრატიულ, დამოუკიდებელ, თავისუფალ და რაც მთავარია, ევროპულ საქართველოს...“
ირაკლი აზაროვი: „საქართველოს გზა ევროპაშია“.
რევაზ ინჯგია: „საქართველოს მომავალი არის ევროპა“.
ზურიკო დავითაშვილი: „საქართველოს მომავალი ევროპაშია“.
გიგა ჭიკაძე: „სადაც საქართველოა, იქ ვარ მეც“
თორნიკე შენგელია: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი. სადაც ჩემი სამშობლოა იქ ვარ მეც"
გიორგი მერებაშვილი: „ევროპა ერთადერთი გამოსავალია! დიდება საქართველოს, დიდება გმირებს“
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა თავისი ინტერვიუ გააზიარა, რომელშიც ამბობს, რომ საქართველოს სსრკ-ში დაბრუნება არ უნდა და მისი მიზანი თავისუფლებაა.
„ამ კანონის მიღებით ჩვენი ქვეყანა ჩავარდება ცუგცვანგის მდგომარეობაში, რაც ნიშნავს რომ ყველა შემდეგი ნაბიჯი და გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაამძიმებს ქვეყნის პოზიციას და დააშორებს ქვეყანას ჩვენს საერთო მიზანს, ევროკავშირში გაწევრიანებას“, - საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები.
ზურაბ დათუნაშვილი: „საქართველო ევროპაა“.
ბუდუ ზივზივაძე: „საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა“.
ზაზა ფაჩულია: „საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა ! მშვიდობას და თავისუფლებას ალტერნატივა არ აქვს”.
სანდრო ბაზაძე: „არავის არ აქვს უფლება შეუშალოს ხელი ქვეყნის განვითარებას !!! მე ვარ ქართველი და ყოველთვის ხელს შევუწყობ ჩემი ქვეყნის განვითარებას. მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ევროპელი! საქართველო ევროპა იყო არის და იქნება!!!“
გიორგი ასანიძე: