ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კასანო
Aa
Aa

„კვარაცხელიას დღე არ იყო“ - კასანო ნაპოლის პირველ საშინაო მარცხზე

Bobo TV-ის ეთერში ანტონიო კასანომ „ნაპოლი“ - „ლაციოს“ მატჩზე ისაუბრა, რომელიც რომაულმა კლუბმა 0:1 მოიგო. მისი თქმით, კვარაცხელიას თამაში არ გამოუვიდა, მისი დღე არ იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ „ნაპოლისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ლობოტკაა, რომელიც ბურთს აკონტროლებს და გუნდის თამაშს წარმართავს.

„კვარაცხელიას დღე არ იყო, მაშინ როცა ოსიმენმა სიღრმიდან ერთხელ იმოქმედა. მიუხედავად ამისა, „ნაპოლის“ „ლაციოსთან“ მარცხი არ დაუმსახურებია. ჩემზე უარყოფითი შთაბეჭდილება დატოვა რაჰმანისა და კიმის ტექნიკურმა შეცდომებმა, ისინი ბევრჯერ შეცდნენ.

ბოლო 10 წელში არ მახსენდება ფაქტი, რომ მაურიციო სარის გაწვრთნილ გუნდს ბურთის ფლობის ასეთი დაბალი პროცენტული მაჩვენებელი ჰქონოდა (35 პროცენტი).

რამდენჯერმე ვთქვი, რომ ლობოტკა „ნაპოლის“ ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. იმობილეს,  ლუის ალბერტოს, მილინკოვიჩს, ვეცინოსა და სხვებს ერთ მომენტშიც არ დაუტოვებიათ მარტო, გაანეიტრალეს“.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ მიმდინარე სეზონში პირველად „ლაციოსთან“ დამარცხდა, თუმცა კვლავ ლიდერობს სატურნირო ცხრილს, 65 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან „ინტერს“ 15 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მბაპეს გზა არ გაუვლია, თუმცა ნათელი მომავალი აქვს“ - მილანეზე ხვიჩაზე
„მბაპეს გზა არ გაუვლია, თუმცა ნათელი მომავალი აქვს“ - მილანეზე ხვიჩაზე