თბილისის დინამო, ლუკა ლაკვეხელიანი, გიორგი კოხრეიძე
Aa
Aa

ლაკვეხელიანი თბილისის დინამოში - კოხრეიძე საბურთალოში დაბრუნდა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლუკა ლაკვეხელიანი კარიერას თბილისის „დინამოში“ გააგრძელებს. CrystalSport-ის ცნობით, ამპლუით მარცხენა მცველმა კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით პირველად კვირას, 5 მარტს ივარჯიშა და მას შემდეგ „დინამოსთან“ ერთად ემზადება.

CrystalSport-ის ცნობით, ლაკვეხელიანის დამატებას ბათუმის „დინამოც“ განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი გურამ გიორბელიძეზე გაკეთდა.

ლუკა „საბურთალოში“ გიორგი ჭიაბრიშვილთან მუშაობდა, რომელიც ამჟამად თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელია.

24 წლის ლაკვეხელიანი  2020 წლის ზაფხულში „საბურთალოდან“ უნგრულ „მეზოკოვეშდიში“ გადავიდა, თუმცა მძიმე ტრავმების გამო უნგრულ კლუბში კარიერა არ აეწყო. პირველ სეზონში (2020-21) მარცხენა ფეხის ჯვარედინი იოგა გაიწყვიტა, რეაბილიტაციას თითქმის ერთი წელი დასჭირდა, მინდორს 2021-22 წლების სეზონში დაუბრუნდა, თუმცა მალევე იდენტური ტრავმა მარჯვენა ფეხზე მიიღო. გასულ თვეში ლუკამ უნგრულ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა.

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში კიდევ ერთი ფეხბურთელი, გიორგი კოხრეიძე დაბრუნდა, რომელმაც „გრენობლიში“ გატარებული 1,5-წლიანი წარუმატებელი პერიოდის შემდეგ კარიერა კვლავ „საბურთალოს“ დაუკავშირა. გიორგი თბილისურ კლუბში 12-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. ინფორმაცია თბილისური კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.

კოხრეიძე ფრანგულ ლუბში 2021 წლის ზაფხულში გადავიდა. ლიგა 2-ის სამატჩო განაცხადში 10-ჯერ მოხვდა, მხოლოდ ექვს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სასტარტოში ერთადერთი მატჩი, 2021 წლის 3 დეკემბერს „ლე ავრისთან“ ჩაატარა. საერთო ჯამში ლიგა 2-სა და საფრანგეთის თასის ჩათვლით მხოლოდ 152 წუთი ითამაშა, რაც გარკვეულწილად ტრავმითაც აიხსნება, თუმცა ფაქტია, რომ შესაძლებლობები ვერ გამოავლინა. მიმდინარე წლის იანვარში ფრანგული კლუბი დატოვა, გარკვეული პერიოდი კარიერის გაგრძელებას უკრაინაში გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ „საბურთალოში“ დაბრუნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მბაპეს გზა არ გაუვლია, თუმცა ნათელი მომავალი აქვს“ - მილანეზე ხვიჩაზე
„მბაპეს გზა არ გაუვლია, თუმცა ნათელი მომავალი აქვს“ - მილანეზე ხვიჩაზე