ნაპოლი, ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, მაურო მილანეზე
Aa
Aa

„მბაპეს გზა არ გაუვლია, თუმცა ნათელი მომავალი აქვს“ - მილანეზე ხვიჩაზე

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა მაურო მილანეზემ, რომელიც 1996-97 წლებში „ნაპოლიში“ თამაშობდა და 1999 წელს იტალიის ეროვნულ ნაკრებში 2 მატჩი ჩაატარა, Tuttomercatoweb-თან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

„სერია ა-ს მიმდინარე სეზონის უდიდესი მოულოდნელობაა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მისი თამაში დიდი გავლენას მოახდენდა. ცხადია, მისი სატრანსფერო თანხა დიდია, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის ჰკითხავთ. მას ისეთი გზა არ გაუვლია, როგორიც კილიან მბაპემ, თუმცა ის მრავალი მილიონი ღირს, რადგან ნათელი მომავალი აქვს.

„ნაპოლით“ ბედნიერი ვარ. ამ გუნდის მაისურით მითამაშია. ვიცი, რას ნიშნავს, ამ გუნდისთვის მარცხი. წარმოვიდგენ, ნეაპოლელები როგორ თბილად ალამაზებენ ქალაქს თამაშისთვის და ემზადებიან ზეიმისთვის.

„ნაპოლის“ ჩემპიონთა ლიგაზე წნეხის გარეშე თამაში შეუძლია, გუნდს დასაკარგი არაფერი აქვს. პარალელურად, „ნაპოლიში“ სერია ა-ს მოგების ენთუზიაზმია“.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 27 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ამ სეზონში ხვიჩა „მან. სიტის“ „ნიუკასლს“, „რეალსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუკავშირეს. ცოტა ხნის წინ, Fichajes-მა დაწერა, რომ თუ „სამეფო კლუბმა“ ჯუდ ბელინგემი ვერ შეიძინა, მთელ ყურადღებას „კვარას“ გაფორმებაზე გადაიტანს.

„ნაპოლი“ ქართველი ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს და როგორც Il Mattino წერს, მხარეებს შორის ახალი კონტრაქტი აუცილებლად გაფორმდება. იტალიური გამოცემის მიხედვით, „ნაპოლიმ“ „კვარასგან“ ხელშეკრულების 2028 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივებაზე თანხმობა უკვე მიიღო და ყველაფერი დროის ამბავია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეუძლებელია ისევ არ გამოვარჩიოთ“ - მიქაუტაძე ტურის საუკეთესოებში
„შეუძლებელია ისევ არ გამოვარჩიოთ“ - მიქაუტაძე ტურის საუკეთესოებში