ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

„დიჟონთან მატჩის შემდეგ კარგად არ უთამაშია“ - ფრანგი ჟურნალისტი ზურიკოზე

ფრანგმა ჟურნალისტმა, კრისტოფ მონციემ „ბორდოს“ ქართველ ფეხბურთელზე, ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა. მონციემ განაცხადა, რომ დიდი ხანია ზურიკოს კარგი მატჩი არ ჰქონია და ბოლოს მაღალ დონეზე 28 იანვარს, „დიჟონთან“ იასპარეზა.

„ზურიკო დავითაშვილი 4-5 შეხვედრაა შედარებით ცენტრისკენ თამაშობს და ბოლო კარგი მატჩი დიჟონის წინააღმდეგ ჰქონდა. გამომდინარე აქედან, არ გამკვირვებია, სენტ-ეტიენთან სათადარიგოთა სკამზე რომ აღმოჩნდა. დიჟონთან მატჩის შემდეგ, იგი სათანადო დონეზე ვერ ასპარეზობს და განსაკუთრებით, ნიორთან გამართული შეხვედრა ჩააგდო.

განსხვავებული სიტუაცია არც პარისთან დაპირისპირებაში გვქონია, სადაც ის შესანიშნავი ნამდვილად არ ყოფილა. ამიენთან მატჩს რაც შეეხება, იგი თითქმის არ გვინახავს და ბორდოს რიგებში ყველაზე თავგანწირული მოთამაშე არ ყოფილა. სწორედ ამიტომ, დავიდ გუიონმა გადაწყვიტა, სენტ-ეტიენთან არ დაეყენებინა“.

შეგახსენებთ, რომ „სენტ-ეტიენთან“ მატჩში, ზურიკო მოედანზე 67-ე წუთზე გამოჩნდა. აღნიშნული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა და 26 ტურის შემდეგ, „ბორდო“ 46 ქულით მე-2 პოზიციას იკავებს. ჟირონდელების მომდევნო მეტოქე „სოშო“ გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იმედია, რეალში გადმოხვალ“ - გუტის რეაქცია კვარას ვიდეოზე და მიმართვა ხვიჩას
„იმედია, რეალში გადმოხვალ“ - გუტის რეაქცია კვარას ვიდეოზე და მიმართვა ხვიჩას