ოთარ კაკაბაძე
Aa
Aa

ისევ ტურის სიმბოლურშია - ოთარ კაკაბაძის აღიარება პოლონეთში

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ოთარ კაკაბაძე პოლონეთის ეკსტრაკლასას ტურის სიმბოლურ ნაკრებში კიდევ ერთხელ მოხვდა. ქართველ განაპირა მცველს „შლიონსკის“ წინააღმდეგ ნაჩვენები თამაში დაუფასდა და იმ შეხვედრაში, საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

„27 წლის ფეხბურთელი ტურის საუკეთესო მოთამაშეებს შორის მოხვდა. მან საუკეთესოთა შორის ადგილი შლიონსკის წინააღმდეგ, შეტევაში ნაჩვენები კარგი თამაშით დაიმსახურა და გოლის ეპიზოდში, შედეგიანი გადაცემა გააკეთა“, - წერს კაკაბაძის გუნდის, „კრაკოვიას“ ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ ოთარი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მიმდინარე სეზონში მეოთხედ მოხვდა. ბოლოს, მას წარმატებული ასპარეზობა 2 კვირის წინ, 21-ე ტურის შეხვედრაში დაუფასდა, როცა „სტალ მიელეცთან“ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

ცნობისთვის, კაკაბაძის „კრაკოვიას“ 33 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-6 ადგილს იკავებს. ოთარის გუნდი მესამეადგილოსან „ლეხს“ 6 ქულით ჩამორჩება და მომდევნო შეხვედრა 12 მარტს, „ვარტას“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„იმედია, რეალში გადმოხვალ“ - გუტის რეაქცია კვარას ვიდეოზე და მიმართვა ხვიჩას
„იმედია, რეალში გადმოხვალ“ - გუტის რეაქცია კვარას ვიდეოზე და მიმართვა ხვიჩას