თუ მოიგო ზვერევზე გადის - ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცნობილია
ნიკოლოზ ბასილაშვილი აშშ-ში იმყოფება და ინდიან-უელსის მასტერსზე სათამაშოდ ემზადება. ქართველმა ჩოგბურთელმა ძირითად ბადეში ნოვაკ ჯოკოვიჩი ჩაანაცვლა და ცნობილი გახდა იმ მეტოქის ვინაობა, რომელსაც „ბასილა“ პირველ წრეში შეხვდება.
ნიკოლოზი ინდიან-უელსის მასტერსს არგენტინელი ჩოგბურთელის, პედრო კაჩინის წინააღმდეგ გასამართი მატჩით იწყებს. ბასილაშვილი მას პირველად ხვდება და მათი შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.
კაჩინთან გამარჯვების შემთხვევაში, ბასილაშვილი ალექსანდრ ზვერევზე გადის, რომელიც ინდიან-უელსზე მე-12 ნომრადაა განთესილი. „ბასილას“ მის წინააღმდეგ 4 შეხვედრა აქვს გამართული და ზვერევი მხოლოდ ერთხელ დაამარცხა - 2019 წელს, ჰამბურგში.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ინდიან-უელსს 118-ე ჩოგნის სტატუსით ხვდება. შარშან, ქართველი ჩოგბურთელი ამ ტურნირს მეორე წრეში, კემერონ ნორისთან წაგებული მატჩის შემდეგ გამოეთიშა, შარშანწინ კი იმავე ნორისთან ფინალში დამარცხდა.