მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„პიოტრი მზადაა, სახე დაუნგრიოს“ - იანის მეგობარი მერაბთან ჩხუბზე

UFC-ის რუსი მებრძოლის, პიოტრ იანის მეგობარმა და სპარინგ-პარტნიორმა, ილიას ხამზინმა მერაბ დვალიშვილზე და მოახლოებულ ჩხუბზე ისაუბრა, რომელიც 12 მარტს გაიმართება. ხამზინმა განაცხადა, რომ იანი დამუხტული და მოტივირებულია, რომ „მანქანას“ სახე დაუნგრიოს.

„პიოტრ იანს დამოკიდებულება შეეცვალა და ეს ძალიან მომწონს. მას წარმატების მიღწევის წყურვილი დაუბრუნდა. რეალურად, ეს წყურვილზე მეტია და მალე No Mercy-ს (იანის მეტსახელი), შეუბრალებელ მებრძოლს ვიხილავთ. ეს სწორედ ისაა, რითაც კარიერის დასაწყისში გამოირჩეოდა. ახლა მას გაუჩნდა რაღაც, რის გამოც იბრძვის და საერთოდ სხვანაირად ფიქრობს. მერაბთან პიოტრს კი არა, No Mercy-ს ვიხილავთ.

დვალიშვილი ბევრ სიბინძურეს ამბობს და ამას არ უნდა ავყვეთ. აქ პირადი მომენტია მთავარი და ეს ნაძირალა სათანადოდ უნდა დავსაჯოთ. ის ნამდვილი გარეწარია. რა?! ტვინი ან ჭკუა არ გყოფნის, რომ ნორმალური თრეშ თოქი გამოიყენო? ღირსეულად გამოდი და იჩხუბე! საქართველო და რუსეთი კი არა, გავარკვიოთ, რომელი მებრძოლი უფრო ძლიერია. პიოტრი მოტივირებული და დამუხტულია, რომ მერაბთან ოქტაგონზე გავიდეს, დასაჯოს და სახე დაუნგრიოს“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა ლეგენდარული ჟოზე ალდოს წინააღმდეგ გამართა. „მანქანამ“ მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა და წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, თავისი წონითი დივიზიონის რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ამ წუთისთვის, მესამეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იმედია, რეალში გადმოხვალ“ - გუტის რეაქცია კვარას ვიდეოზე და მიმართვა ხვიჩას
„იმედია, რეალში გადმოხვალ“ - გუტის რეაქცია კვარას ვიდეოზე და მიმართვა ხვიჩას