28 ძიუდოისტით! - თბილისის გრანდ სლემზე ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
24-26 მარტს თბილისში ტრადიციული ძიუდოისტთა გრანდ სლემი გაიმართება.
ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგელობა, რომელიც მიხედვითაც, ტურნირზე ნამდვილი ვარსკვლავთცვენა იქნება.
ვაჟები:
-60 კგ. - გიორგი სარდალაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე, ნიკა ხუზაურაშვილი.
-66 კგ. - ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა ნადირაძე, გიორგი თუთაშვილი, იპოლიტე აქუბარდია.
-73 კგ. - ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი, კოტე კაპანაძე, მიხეილ ბახბახიშვილი.
-81 კგ. - ტატო გრიგალაშვილი, ზაურ დვალაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი, ლევან გუგავა.
-90 კგ. - ლუკა მაისურაძე, ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი.
-100 კგ. - ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი, ერეკლე ბაზიერიშვილი, მიხეილ ჯაფარიძე.
+100 კგ. - გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი.
გოგონები:
-52 კგ. - მარიამ ფოცხვერაშვილი, მარიამ ლაფაჩიშვილი.
-57 კგ. - ნინო წიკლაური, ნინო ლოლაძე, ეთერ ლიპარტელიანი.
-63 კგ. - ეთერ ასკილაშვილი.
-70 კგ. - ნინო გულბანი.
+78 კგ. - სოფიო სომხიშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებს, როგორც ტურნირის მასპინძელს, ყველა წონაში 4-4 სპორტსმენის გამოყვანის უფლება აქვს და ჯერჯერობით, ლაშა გუჯეჯიანი ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად იყენებს, თუმცა დიდი შანსია, რომ გრანდ სლემის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობა შეამციროს.