ლივერპული, მანჩესტერ იუნაიტედი, ბრუნო ფერნანდეში
Aa
Aa

“ბავშვივით მოიქცა“ - სამსაჯო კომიტეტი ბრუნოს 5 მატჩით დასჯას ითხოვს

ბრიტანული გამოცემა Mirror წერს, რომ ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია ბრუნო ფერნადეშის საქმეს იძიებს. წყაროს ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ლივერპულის“ მატჩის მეორე ტაიმის დროს, პორტუგალიელმა ნახევარმცველმა გვერდითა არბიტრს შეურაცხყოფა მიაყენა. ეს ფაქტი კი შეხვედრის ოფიციალურმა პირებმა არ შეიმჩნიეს და მატჩის პროტოკოლში არ შეიტანეს.

FA-მ აბსოლუტურად ყველა კლუბს მკაფიო შეტყობინება გაუგზავნა, რომ მსგავსი ფაქტები დააფიქსირონ და არავინ დამალოს.  აქედან გამომდინარე, ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია მკაცრად მოითხოვს, რომ ფერნანდეშთან დაკავშირებით ყველაფერს ნათელი მოეფინოს.

სამსაჯო კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორი კესიდი ამბობს, რომ უნდა დამტკიცდეს სიტუაციის სიმძაფრე.

კესიდი:

„მსოფლიოში უამრავი ბავშვი კრიშტიანუ რონალდუს გოლის აღნიშვნაში ბაძავს. ფეხბურთს ბავშვები უყურებენ და თუ დაინახავენ, რომ მსაჯს შეურაცხყოფას აყენებენ და ამის გამო მოთამაშე არ ისჯება, ისინიც იგივეს გაიმეორებენ. ასეთი ფაქტები უნდა აღიკვეთოს. პასუხისმგებლობა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას ეკისრება, რომელმაც მაქსიმალურად ზედმიწევნით უნდა გამოიძიოს მომხდარი.

ბრუნო ფერნანდეში ბავშვივით მოიქცა. FA-მ მსაჯების დაცვის მიზნით უდიდესი სამუშაო ჩაატარა. ამ მხრივ პროგრესული ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ მათ ძლიერი აკრძალვების შემოღების გარეშე მაინც ზიანი ადგებათ. ჩვენ ვთვლით, რომ მსაჯის შეურაცხყოფის გამო ფეხბურთელი 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით უნდა ისჯებოდეს.“

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ დაპირისპირება მერსისაიდული გრანდის გამარჯვებით 7:0 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
The Athletic: ანჩელოტი წავა, თუ რეალი სეზონს უტიტულოდ დაასრულებს
The Athletic: ანჩელოტი წავა, თუ რეალი სეზონს უტიტულოდ დაასრულებს