გულიაშვილის წარმატებული დებიუტი - ტურის სიმბოლურში მოხვდა
ბოსნიის ჩემპიონატში, „სარაევოს“ რიგებში 21 წლის გიორგი გულიაშვილის დებიუტი შედგა. 21-ე ტურში „შიროკი ბრიეგი“ შინ „სარაევოსთან“ 1:3 დამარცხდა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ლიდერმა სასტარტოში ითამაშა, მეორე ტაიმში გოლის გატანასთან ახლოს იყო, ბურთი კარის ძელს გაარტყა. 82-ე წუთზე, როცა ანგარიში 0:3 იყო, ქართველი შემტევი შეცვალეს.
აღსანიშნავია, რომ ბოსნიაში ავტორიტეტულმა გამოცემამ, Sport Centar-მა ტურის სიმბოლურში შეიყვანა.
12-გუნდიან ჩემპიონატში „სარაევო“ მე-6 ადგილზეა, 20 ტურში 28 ქულა დააგროვა, საუკეთესო სამეულს 8 ქულით ჩამორჩება.
შეგახსენებთ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ, გიორგი გულიაშვილმა „სარაევოსთან“ კონტრაქტი 2026 წლის 31 მაისამდე გააფორმა.
გულიაშვილი 2018-22 წლებში „საბურთალოში“ ასპარეზობდა, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 79 მატჩში 11 გოლი შეაგდო. გასულ სეზონში „საბურთალოს“ რიგებში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 35 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 4 გოლი და 3 საგოლე პასია. გიორგის საქართველოს 17, 19 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. დიდი ალბათობით, მიმდინარე წელს ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვიხილავთ, რომელიც საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება.