აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

დე ლაურენტისი: „ფიფამ მილიარდები მოიპარა, ლაციო პასიურად გვეთამაშა“

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. „პარტენოპეის“ პირველმა პირმა ფიფა გააკრიტიკა და „ლაციოსთან“ გამართულ შეხვედრასაც შეეხო, რომელიც მისმა გუნდმა 0:1 წააგო.

„მინდა, ყველანაირი ეჭვი გავაქრო იმასთან დაკავშირებით, ნაპოლის ფანი ვარ თუ არა. ბავშვი როცა ვიყავი, მამაჩემს სტადიონზე დავყავდი და პარტენოპეის ქომაგი რომ არ ვყოფილიყავი, აქ 19 წელი გავჩერდებოდი?! ნაპოლის კი არა, ქალაქ ნეაპოლს ვგულშემატკივრობ და ვცდილობ, სამხრეთი ჩრდილოეთს გავუთანაბრო.

რატომ ვერ ვაფორმებთ 8-წლიან კონტრაქტებს? 2 წლის შემდეგ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ფეხბურთელმა აგენტი შეიცვალა და მას ფული ჯერ არ მიუღია, გამაღიზიანებელი ხდება. ყველაფერს აკეთებს, რათა ფული და საკომისიო მიიღოს. იყო ასეთი აგენტი, მინო რაიოლა, რომელიც კლუბებისგან საკომისიოს სახით 50 მილიონს იღებდა. ნეტფლიქსზე ნახეთ ფიფა ბოლო წლებში რას აკეთებდა? მილიარდობით ევრო მოიპარეს. შვეიცარიაში არიან და ევროპული იურისდიქცია მათზე არ ვრცელდება, რის გამოც, ვერავინ აკონტროლებს.

სკუდეტო თუ ჩემპიონთა ლიგა? რატომ არა ორივე?! თუმცა ამის საჯაროდ თქმა არ მინდა, რადგან შესაძლოა, ცუდი იღბლის მომტანი აღმოჩნდეს. ლაციოსთან მატჩს რაც შეეხება, ჯანსაღი წაგება იყო. სარიმ პასიური თამაში აირჩია და საკუთარ განაპირა მცველებს შეტევის ნაცვლად, დაცვაში თამაში აიძულა. შემდეგ კვარამ ვესინოს ის პასი მისცა და გოლი გაგვიტანეს“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ 65 ქულა აქვს და მეორეადგილოსან „ინტერს“ 15 ქულით უსწრებს. „პარტენოპეი“ სერია A-ში მომდევნო შეხვედრას 11 მარტს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტვენტეს პირველი გუნდის კარზე დააკაკუნა“ - ეგოიანი განსაკუთრებული ისტორიით
„ტვენტეს პირველი გუნდის კარზე დააკაკუნა“ - ეგოიანი განსაკუთრებული ისტორიით