ბაჩანა არაბული, მილე სტერიოვსკი
Aa
Aa

„ბრწყინვალე კვირა ჰქონდა“ - სტერიოვსკიმ არაბულზე ისაუბრა

„მაკარტურის“ ფორვარდმა ბაჩანა არაბულმა ავსტრალიის A ლიგაში 7-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა, „ბრისბენ როარს“ ეფექტური გოლი გაუტანა, სწრაფი კონტრშეტევისას ბურთი მკერდით მიიღო და ახლო კუთხეში შეაგდო.

როცა ბაჩანა არაბული „მაკარტურში“ გადავიდა, მთავარი მწვრთნელი დუაიტ იორკი იყო, შემდეგ იორკი წავიდა და ვაკანტური პოსტი მისმა ასისტენტმა, მილე სტერიოვსკიმ დაიკავა. 43 წლის ავსტრალიელ სპეციალისტს ინგლისის პრემიერ ლიგაში „დერბი ქაუნთის“ რიგებში უთამაშია. ასევე, ფრანგული „ლილისა“ და შვეიცარიული „ბაზელის“ ფეხბურთელი იყო. 2020 წლიდან იორკის წასვლამდე „მაკარტურის“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა.

„ბრისბენ როართან“ მოგებული შეხვედრის შემდეგ სტერიოვსკიმ არაბულზე ისაუბრა:

„მას ბრწყინვალე კვირა ჰქონდა, ვარჯიშებსა და თამაშზე თავი კარგად წარმოაჩინა, მისგან უფრო მეტს ველით“.

სტერიოვსკიმ გუნდის მიზანზე ისაუბრა: „ჩავარდნის მიუხედავად ჩვენი მიზანი არ შეცვლილა, მიზანი ექვსეულში მოხვედრაა და სწორედ ამისკენ მივისწრაფით“.

12-გუნდიან A ლიგაში „მაკარტურმა“ 19 მატჩში 24 ქულა დააგროვა, მე-7 ადგილს ბექა მიქელთაძისა და ბექა დარცმელიას „ნიუკასლ ჯეტსთან“ იყოფს. ავსტრალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში არაბულმა 12 მატჩში 4 გოლი შეაგდო.

2017-19 წლებში ბაჩანა არაბულმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 7 მატჩი ჩაატარა, ყველა შეხვედრაში მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი იყო. 2019 წლის შემდეგ ეროვნულ ნაკრებში არ უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტვენტეს პირველი გუნდის კარზე დააკაკუნა“ - ეგოიანი განსაკუთრებული ისტორიით
„ტვენტეს პირველი გუნდის კარზე დააკაკუნა“ - ეგოიანი განსაკუთრებული ისტორიით