ირაკლი იეგოიანი, ტვენტე
Aa
Aa

„ტვენტეს პირველი გუნდის კარზე დააკაკუნა“ - ეგოიანი განსაკუთრებული ისტორიით

ნიდერლანდების ერედივიზიეს მიმდინარე სეზონში შესაძლოა 18 წლის ირაკლი ეგოიანის დებიუტი შედგეს, რომელიც მიმდინარე სეზონში ენსხედეს „ტვენტეს“ სამატჩო განაცხადში ოთხჯერ მოხვდა (3 - ნიდერლანდების ჩემპიონატი, 1 - ნიდერლანდების თასი).

2022 წელს ირაკლი ეგოიანმა საქართველოს 18-წლამდე ნაკრებში 2 ამხანაგური მატჩი ჩაატარა, ლაშა ფირცხალაიშვილმა პორტუგალიასთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ათამაშა.

ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველი 2004 წლის 19 მარტს თბილისში დაიბადა, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 4 წლის ასაკში ოჯახთან ერთად ქვეყანა დატოვა და მას შემდეგ ნიდერლანდებში ცხოვრობს.

„საქართველოდან გაქცევასა და გაქცევის მიზეზებზე მშობლებთან არასდროს მისაუბრია, რადგან ეს არაფერს მომცემდა“ - აღნიშნა ეგოიანმა Twenteinsite-სთან მიცემულ ინტერვიუში.

„ტვენტეს“ დამკვირვებელი, ნიდერლანდელი ჟურნალისტი ტენ ვორდე ამბობს, რომ ირაკლის ისტორია განსაკუთრებულია:

„ირაკლიმ პირველი გუნდის კარზე დააკაკუნა. მისი ამბავი განსაკუთრებულია. ის საქართველოდან ჩამოვიდა და თავშესაფარში ცხოვრობდა, შემდეგ კი მისი ოჯახი ამერსფორტში გადავიდა“.

ეგოიანი „ტვენტეს“ 21-წლამდე გუნდში რეგულარულად თამაშობს, ამ სეზონში 13 მატჩში 3 გოლი შეაგდო. ასევე იყო „ტვენტეს“ 18-წლამდე გუნდის მოთამაშე და შემდეგ 21-წლამდე გუნდში დააწინაურეს.

ამასთან ერთად „ტვენტეს“ პირველ გუნდში ამხანაგურ თამაშებს ატარებს. როგორც „ტვენტეს“ მთავარი მწვრთნელი რონ იანსი აცხადებს, ახალგაზრდა ფეხბურთელების პირველ გუნდში დაწინაურება მათი პროგრესისთვის მნიშვნელოვანია, რომ მომავალში, თუ პირველი გუნდის ფეხბურთელები ტრავმებს მიიღებენ, ახალგაზრდა მოთამაშეებს შანსი მისცეს. ამ კუთხით რონ იანსის გეგმებში ქართველი ფეხბურთელიც შედის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის ხვიჩას თანხმობა აქვს | კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა არ ჩაიწერება
ნაპოლის ხვიჩას თანხმობა აქვს | კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა არ ჩაიწერება