ბუდუ ზივზივაძე, კარლსრუე, ფაბიან შლეიზენერი
Aa
Aa

ზივზივაძის დებიუტი - კარლსრუემ ზედიზედ მე-4 მატჩი მოიგო

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძის დებიუტი შედგა. 23-ე ტურში როსტოკის „ჰანზა“ შინ „კარლსრუესთან“ 0:2 დამარცხდა. გამარჯვებულთა მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა ქართველი ფორვარდი თამაშში 84-ე წუთზე ჩართო.

„ჰანზას“ ნახევარმცველებმა, მარვინ ვანიჩეკმა და პაულ ნებელმა გაუტანეს. ზივზივაძის კონკურენტს, ფაბიან შლეიზენერს არ შეუგდია. შლეიზენერმა მიმდინარე წელს მეორე ბუნდესლიგის ექვს შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი შეაგდო, მთელ სეზონში კი მის აქტივში 23 შეხვედრაში 8 გოლია. ბოლო მატჩებში დაფიქსირებული ცუდი სტატისტიკის გამო, შესაძლოა შემდეგ შეხვედრაში ზივზივაძეს უფრო მეტი სათამაშო დრო მისცენ.

გასულ კვირაში შლეიზენერმა ზივზივაძესთან კონკურენციაზე ისაუბრა: „პირველ რიგში, მინდა, მას ვუსურვო, რომ აქაურობას შეეგუოს და გუნდში ინტეგრაცია უპრობლემოდ გაიაროს. ჩვენ ყველას, ვინც მიზნების მიღწევაში გვეხმარება, კარგად ვიღებთ. მე რაც შემეხება, კონკურენციის არ მეშინია, რადგან კონკურენცია კარგი რამაა და მოტივაციას მაძლევს, რომ უკეთ ვითამაშო და გოლები გავიტანო“.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს „კარლსრუე“ დაუმარცხებელია: 4 გამარჯვება, 1 ფრე. ასევე, აიხნერის გუნდმა ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო და გასავარდნ ზონასთან სხვაობა მნიშვნელოვნად, 10 ქულამდე გაზარდა. 18-გუნდიან მეორე ბუნდესლიგაში „კარლსრუე“ 31 ქულით მე-9 ადგილზეა.

24-ე ტურში „კარლსრუე“ „ჰამბურგს“ უმასპინძლებს. შეხვედრა 12 მარტს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლაურენტისი ამბობს, რომ არ იყიდებიან, რაც აუქციონის დაწყებას ნიშნავს“
„ლაურენტისი ამბობს, რომ არ იყიდებიან, რაც აუქციონის დაწყებას ნიშნავს“