დე პაოლა: „ნაპოლიმ შედეგის მისაღწევად თავისი თამაში გაანადგურა“
იტალიაში ცნობილი ჟურნალისტი პაოლო დე პაოლა „ნაპოლი“ - „ლაციოს“ თამაშზე საუბრობს, რომელიც ვეცინოს ერთადერთი გოლით მაურიციო სარის გუნდმა მოიგო. მისი აზრით, ლუჩანო სპალეტიმ აქცენტი შედეგზე გააკეთა და თავისი გუნდის თამაში გაანადგურა.
„დრამა საჭირო არაა, „ნაპოლიმ“ საკუთარი თამაში გაანადგურა, რომ შედეგისთვის მიეღწია. სხვა მატჩებში „ნაპოლის“ თამაში სრულიად განსხვავებული იყო, რაც „ლაციოსთან“ ვერ ვნახეთ“.
დე პაოლა ხვიჩასა და ოსიმენზე: „მათ ცოტათი დახვეწა სჭირდებათ, მაგრამ არა დიდად. მათთან მიმართებით ცოტა სამუშაოა ჩასატარებელი. სპალეტი ნანობს, რომ მისმა გუნდმა გოლის გატანის ორი კარგი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა“.
დე პაოლას კომენტარში ერთი უცნაური და სიმართლესთან შეუსაბამო წინადადება იყო: „ეს გოლი კვარაცხელიასგან ვეცინოსთვის და „ლაციოსთვის“ საჩუქარი იყო. წლებია, ასეთი გასროლა არ მინახავს“.
დე პაოლა გულისხმობს გოლის მომენტს, როცა ხვიჩამ ბურთი ცუდად მოიგერია, თუმცა ამ მომენტზე საჩუქარს ნამდვილად ვერ ვიტყვით, რადგან ურუგვაელმა ბრწყინვალე დარტყმა შეასრულა, გოლი მატიას ვეცინოს დამსახურებაა, თუმცა ცხადია, რომ ხვიჩა შეცდა.
დე პაოლა იტალიაში ცნობილი ჟურნალისტია. მას La Gazzetta dello Sport-ში, Tuttosport-სა და სხვა იტალიურ გამოცემებში უმუშავია.