სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მეორე მატჩი სან ანტონიოს რიგებში - მამუს სამიანი და 2+1

ქართველმა კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა ახალი გუნდის, „სან ანტონიო სპურსის“ მაისურით მეორე შეხვედრა ჩაატარა. ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა, გრეგ პოპოვიჩმა „მამუს“ სათამაშო დრო „ჰიუსტონ როქეთსთან“ გამართულ მატჩში მისცა, რომელიც „სპურსმა“ 110:142 წააგო.

მამუკელაშვილმა პარკეტზე 17 წუთი და 17 წამი გაატარა და მის ანგარიშზე 6 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრაა. სანდრომ 8-დან 2 ბურთი ჩააგდო, 1 სამქულიანი გამოიყენა და 2+1-იც შემოგვთავაზა. „მამუმ“ 2-ჯერ ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა და მის პასივში 1 დაკარგვა და 5 პერსონალური ფოლი იყო.

„სან ანტონიოს“ რიგებში საუკეთესო კეიტა ბეითს-დიოპი გახლდათ, რომელმაც 17 ქულა მიითვალა. ჩარლს ბასიმ 14 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა. დევინ ვესელმა და მალაკი ბრენჰემმა 13-13 ქულა გააკეთეს, ხოლო დევონტე გრეჰემმა - 14. „ჰიუსტონს“ 31 ქულით ჯეილენ გრინმა ულიდერა. კევინ პორტერ ჯუნიორის ანგარიშზე 19 ქულა და 13 ასისტი იყო, ალპერინ შენგუნმა ორმაგი დუბლი გააკეთა - 15 ქულა, 14 მოხსნა.

ცნობისთვის, მამუკელაშვილის „სან ანტონიოს“ 16 მოგება და 49 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციის ბოლოადგილოსან „როქეთსს“ მხოლოდ 1 მოგებით უსწრებს. ქართველი კალათბურთელის გუნდის მომდევნო მეტოქე „დენვერ ნაგეთსია“, რომელსაც 11 მარტს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას 3 სეივი - ვალენსია 10-კაციან ბარსელონასთან დამარცხდა
მამარდას 3 სეივი - ვალენსია 10-კაციან ბარსელონასთან დამარცხდა