„მშვიდად დაიძინე, გენიოსო“ - პირს მორგანმა ტენ ჰაგს დასცინა
„ლივერპულის“ წინააღმდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ გამანადგურებელ მარცხს ცნობილი ინგლისელი ჟურნალისტი, პირს მორგანი გამოეხმაურა და „წითელი ეშმაკების“ მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს ტვიტერზე ირონიული პოსტი მიუძღვნა.
პირს მორგანმა ნიდერლანდელ სპეციალისტს მე-3 ტურში, „ლივერპულთან“ მატჩის შემდეგ ჩაწერილი ინტერვიუ შეახსენა, სადაც ტენ ჰაგი ამბობდა, რომ რონალდუს სათადარიგოთა სკამზე დატოვების გამო ღამე მშვიდად ეძინა. დღევანდელი მატჩის შემდეგ კი ჟურნალისტმა ერიკ ტენ ჰაგს მიმართა: „ამაღამ მშვიდად დაიძინე, გენიოსო“.
Good luck with your sleep tonight, genius. pic.twitter.com/RRWOHiuciO
— Piers Morgan (@piersmorgan) March 5, 2023
ცნობისთვის, „ლივერპულმა“ ისტორიაში პირველად შეძლო „მანჩესტერ იუნაიტედის“ 7-ბურთიანი სხვაობით დამარცხება, თავის მხრივ კი „წითელმა ეშმაკებმა“ პრემიერ ლიგაში პირველად გაუშვეს 7 ბურთი.
26 ტურის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ სატურნირო ცხრილში 49 ქულით მესამე ადგილს იკავებს, „ლივერპული“ კი 42 ქულით მე-6 პოზიციაზე აღზევდა.