ვარლამ ლიპარტელიანი
Aa
Aa

ბრწყინვალე გამოსვლა: ლიპარტელიანის ოქრო გრანდ სლემზე

ძიუდოში, ტაშკენტის გრანდ სლემის დასკვნით დღეს ვარლამ ლიპარტელიანი ( -100 კგ.) ფინალში გავიდა, ავსტრიელ აარონ ფარას ვაზარით სძლია. ქართველმა გრან სლემზე მე-14 ოქროს მედალი მოიპოვა.

რაც შეეხება ფინალამდე განვლილ გზას, ლიპარტელიანმა პირველ შეხვედრაში ბრაზილიელ ლეონარდო გონსალვესს იპონით აჯობა, რასაც ყაზახ ნურლიხან შარხანთან გამარჯვება მოჰყვა, ლიპარტელიანმა ამჯერადაც იპონი შეასრულა და 1/2-ფინალში გავიდა, სადაც იაპონელ კოტარო უეოკას შებოჭვით მოუგო.

გელა ზაალიშვილმა (+100 კგ.) ტაჯიკ ელმუროდოვს იპონით სძლია, 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, ენდი გრანდასთან იპონით დამარცხდა და ასპარეზობა რეპეშაჟში გააგრძელა, სადაც ყაზახ კრიკბაისს სამი შიდოთი სძლია. გადამწყვეტ შეხვედრაში ზაალიშვილმა ტაჯიკ თემურ რახიმოვს აჯობა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სოფიო სომხიშვილმა ( +78 კგ.) ტაივანელი ჩანგი იპონით დაამარცხა, შემდეგ ყაზახ კამილა ბერლიკაშს შიდოებით მოუგო, თუმცა 1/2-ფინალში ჩინელ შიიან ქსუსთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში თურქ ჰილალ ოზთურქს შეხვდება.

უშანგი მარგიანმა (- 90 კგ.) პირველივე შეხვედრა დათმო, უზბეკ ჯახონგირ მამატრახიმოვთან შიდოებით დამარცხდა, მისთვის ტურნირი ნაადრევად დასრულდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები