ტაშკენტის გრანდ სლემი: ლიპარტელიანი ფინალშია
ძიუდოში, ტაშკენტის გრანდ სლემის დასკვნით დღეს ვარლამ ლიპარტელიანი ( -100 კგ.) ფინალში გავიდა. მან პირველ შეხვედრაში ბრაზილიელ ლეონარდო გონსალვესს იპონით აჯობა, რასაც ყაზახ ნურლიხან შარხანთან გამარჯვება მოჰყვა, ლიპარტელიანმა ამჯერადაც იპონი შეასრულა და 1/2-ფინალში გავიდა, სადაც იაპონელ კოტარო უეოკას შებოჭვით მოუგო.
ამავე წონაში ონისე სანებლიძე იაპონელ კოტარო უეოკასთან შიდოებით დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.
ფინალში ლიპარტელიანი ავსტრიელ აარონ ფარას შეხვდება.
გელა ზაალიშვილმა (+100 კგ.) ტაჯიკ ელმუროდოვს იპონით სძლია, 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, ენდი გრანდასთან იპონით დამარცხდა და ასპარეზობა რეპეშაჟში გააგრძელა, სადაც ყაზახ კრიკბაისს სამი შიდოთი სძლია. ფინალურ ბლოკში ტაჯიკ ტემურ რახიმოვს დაუპირისპირდება.
სოფიო სომხიშვილმა ( +78 კგ.) ტაივანელი ჩანგი იპონით დაამარცხა, შემდეგ ყაზახ კამილა ბერლიკაშს შიდოებით მოუგო, თუმცა 1/2-ფინალში ჩინელ შიიან ქსუსთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში თურქ ჰილალ ოზთურქს შეხვდება.
უშანგი მარგიანმა (- 90 კგ.) პირველივე შეხვედრა დათმო, უზბეკ ჯახონგირ მამატრახიმოვთან შიდოებით დამარცხდა, მისთვის ტურნირი ნაადრევად დასრულდა.
ფინალური ბლოკი 16:00 საათზე დაიწყება.