ლაციო, ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ჩირო იმობილე
Aa
Aa

CalcioNapoli: “წაგება ყველაზე მეტად ხვიჩამ განიცადა“

სერია ა-ს გასულ ტურში „ნაპოლი“ საკუთარ კედლებში „ლაციოსთან“ 0:1 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, იტალიელმა ჟურნალისტებმა საინტერესო ფაქტი დააფიქსირეს.

გამოცემა CalcioNapoli წერს, რომ რომაულ კლუბთან წაგება ყველაზე მეტად ხვიჩა კვარაცხელიამ განიცადა.

CalcioNapoli:

„ყველაზე მეტად წაგება კვარაცხელიამ განიცადა. მსაჯის სასტვენის შემდეგ, გულშემატკივრებს წინაშე მოედანზე იმედგაცრუებული დაეცა. ქართველი ფეხბურთელი იმდენად განიცდიდა მარცხს, რომ ის მეტოქე გუნდის ფეხბურთელებმაც გაამხნევეს. ხვიჩას გასამხნევებლად ჯერ ჩირო იმობილე მივიდა, ხოლო შემდეგ ტომაზო კანჩელიერი. მათ ქართველის ხასიათზე მოყვანა სურდათ.“

შეგახსენებთ, რომ „პარტენოპეი“ სერია ა-ში მეორედ დამარცხდა. მიუხედავად ამ წაგებისა „ნაპოლი“ სერია ა-ს მაინც ლიდერობს. ნეაპოლელებს 65 ქულა აქვთ და მეორე ადგილზე მყოფ „ლაციოს“ 17 ქულით უსწრებენ, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ „ინტერი“ თავის მატჩს მოიგებს, „ნერაძურის“ 50 ქულა გაუხდება, მეორე ადგილზე გადავა და სპალეტის გუნდთან სხვაობა 15 ქულა იქნება.

კვარაცხელიას ყველა მომენტი "ლაციოსთან"

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      მსგავსი სიახლეები

      ასევე დაგაინტერესებთ
      დუბლი და საგოლე პასი - მიქაუტაძემ ანსისთან გაიბრწყინა
      დუბლი და საგოლე პასი - მიქაუტაძემ ანსისთან გაიბრწყინა